დასრულებული: რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინრის პოზიციაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინრის პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: 1681.65 ლარი (დარიცხული);
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება რადიომონიტორინგის ჯგუფის უფროსს;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
საბუთების მიღების ვადები: 2018 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
ა) რადიომონიტორინგის გაწევა, ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ხელშეშლებისა და დარღვევების გამოვლენა, დარღვევებზე, მათ შორის, რადიოსიხშირული სპექტრით უკანონო სარგებლობაზე სათანადოდ რეაგირების უზრუნველყოფა;
ბ) ფიჭური და სხვა რადიოსიხშირული ქსელების (მათ შორის, GSM, UMTS, LTE, IMT, WiFi და სხვა ქსელების) ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შეფასების მიზნით მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
გ) რადიოსიხშირული სპექტრში ელექტრომაგნიტური ვითარების კვლევა, ურთიერთზემოქმედების ქვეშ მყოფი გამსხივებელი სისტემების მიერ შექმნილი ელეტრომაგნიტური ველის ანალიზი;
დ) არალიცენზირებული რადიოგადამცემი საშუალებების გამოვლენა, რადიო ეთერში წარმოქმნილი პარაზიტული გამოსხივების წყაროების დადგენა და მათი ხელის შემშლელი ზეგავლენის აღკვეთა;
ე) საპელენგაციო მოწყობილობების, საპელენგაციო ანტენების და სხვა უსადენო დაშვების აპარატურის მომსახურება და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
ვ) საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში სამაუწყებლო, ფიქსირებული და მობილური ქსელების რადიომონიტორინგი შესაბამისი განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით;
ზ) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ფიჭური უსადენო დაშვების ქსელების დაფარვის არეალის, ინტერფერენციის დონის, ზარების ხარისხობრივი მაჩვენებლების და სხვა აუცილებელი პარამეტრების გაზომვა, დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.
საკონკურსო მოთხოვნები
განათლება: უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი:
- ტელეკომუნიკაციების,
- რადიოტექნიკის და ელექტრონიკის,
- ფიზიკის,
- რადიოფიზიკის ან
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
საკონკურსო თემატიკა:
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებში რადიოსიხშირული სპექტრის რეგულირების სამართლებრივი ასპექტების ცოდნა;
- კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში (2017 წლის ანგარიში);
- რადიოსიხშირული სპექტრის მართვას ზოგადი პრინციპების ცოდნა - იხ. რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სახელმძღვანელო (პირველი თავი 1.1) https://www.itu.int/pub/R-HDB-23-2011/en
ენების ცოდნა:
- ინგლისური ენა - B2 დონეზე
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- MS Office (Word Excel, Power Point - კარგი);
- სასურველია შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფებისა და აპლიკაციების ცოდნა: MapInfo, GoogleEarth, Microsoft SQL.
კომპეტენცია და უნარები:
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
- დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება.
დამატებითი ინფორმაცია
საჯარო კონკურსი ცხადდება კომისიაში საშტატო ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად.
განაცხადის შევსების დროს „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი;
- ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
- ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ხელწერილი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს და აღნიშნული კონფლიქტი არ გააჩნია;
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსის ეტაპები:
გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:
I. ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
II. ეტაპი - წერითი დავალება - შეფასება ზოგად უნარებსა და ინგლისურ ენაში;
III. ეტაპი - გასაუბრება.
პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად:
აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით. აპლიკანტი, რომელსაც არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, ან არასრულად წარმოადგინა დოკუმენტაცია, არ დაიშვება კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
მეორე ეტაპი - წერითი დავალება - შეფასება ზოგად უნარებსა და ინგლისურ ენაში:
- ზოგადი უნარების ტესტში საუკეთესო შეფასების მქონე 20% გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
- ინგლისური ენის შეფასებისას აპლიკანტმა უნდა მიიღოს B2 დონე.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატი შესაძლოა გათავისუფლდეს ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების მოთხოვნისგან თუ წარმოადგენს:
-TOEFL-ის, IELTS-ის ან Cambსridge Certificate-ის ინგლისური ენის გამოცდის დამადასტურებელი ვალიდური ცნობას;
-სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის სერტიფიკატს;
-ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ ცნობას ან დიპლომის ასლს.
სერტიფიკატების წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი;
მესამე ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადის წარმოდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საკონტაქტო პირი: თამარ ბოკუჩავა; ტელ: +995 32 2921667; ელ-ფოსტა: vacancy@gncc.ge
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნილი წესის შესაბამისად:
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50632?active=1