წვდომის მენიუ

იანვარი 28, 2019 17:12

დასრულებული: რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინერი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინრის პოზიციაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. კომისიაში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მართვა, რადიოსიხშირეთა კოორდინაცია და რადიომონიტორინგის განხორციელება რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიით, ნებართვით ან მინიჭებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაზე.

დამატებითი ინფორმაცია იხ: www.gncc.ge

რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტი შედგება რადიოსიხშირული სპექტრის დაგეგმვის და რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის ჯგუფებისგან.

თანამდებობრივი სარგო: 1681 ლარი (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება რადიომონიტორინგის ჯგუფის უფროსს;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

საბუთების მიღების ვადები: 2019 წლის 28 იანვრიდან 2019 წლის 10 თებერვლის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

ა)   რადიომონიტორინგის   გაწევა,   ქვეყნის   ტერიტორიაზე   წარმოქმნილი   ხელშეშლებისა   და დარღვევების გამოვლენა, დარღვევებზე, მათ შორის, რადიოსიხშირული სპექტრით უკანონო სარგებლობაზე სათანადოდ რეაგირების უზრუნველყოფა;

ბ) ფიჭური და სხვა რადიოსიხშირული ქსელების (მათ შორის, GSM, UMTS, LTE, IMT, WiFi და სხვა ქსელების) ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შეფასების მიზნით მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

გ) რადიოსიხშირული სპექტრში ელექტრომაგნიტური ვითარების კვლევა, ურთიერთზემოქმედების ქვეშ მყოფი გამსხივებელი სისტემების მიერ შექმნილი ელეტრომაგნიტური ველის ანალიზი;

დ) არალიცენზირებული რადიოგადამცემი საშუალებების გამოვლენა, რადიო ეთერში წარმოქმნილი პარაზიტული გამოსხივების წყაროების დადგენა და მათი ხელის შემშლელი ზეგავლენის აღკვეთა;

ე) საპელენგაციო მოწყობილობების, საპელენგაციო ანტენების და სხვა უსადენო დაშვების აპარატურის  მომსახურება და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;

ვ) საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში სამაუწყებლო, ფიქსირებული და მობილური ქსელების რადიომონიტორინგი შესაბამისი  განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით;

ზ) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ფიჭური უსადენო დაშვების ქსელების დაფარვის არეალის, ინტერფერენციის დონის, ზარების ხარისხობრივი მაჩვენებლების და სხვა აუცილებელი პარამეტრების გაზომვა, დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

 

საკონკურსო მოთხოვნები

განათლება:  უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი:

  • ტელეკომუნიკაციების,
  • რადიოტექნიკის და ელექტრონიკის,
  • ფიზიკის,
  • რადიოფიზიკის ან
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

 საკონკურსო თემატიკა:

ენების ცოდნა:
  • ინგლისური ენა - B2 დონეზე.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Word Excel, Power Point  - კარგი);
  • სასურველია შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფებისა და აპლიკაციების ცოდნა: MapInfo, GoogleEarth

 კომპეტენცია და  უნარები:

  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
  •  შემჭიდროვებულ  ვადებში მუშაობის  უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
  • დისციპლინა  და  პასუხისმგებლობის  მაღალი  გრძნობა;
  • ლოგიკური  და  ანალიტიკური  აზროვნება;
  • სახელმწიფო  ენაზე  წერილობითი  და  ვერბალური  კომუნიკაციის  უნარი;
  • ინსტრუქციებითა  და  პროცედურებით  ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი  და  გუნდური  მუშაობის  უნარი;
  • პროფესიული  ზრდისკენ  სწრაფვა,  ცოდნის  განახლება.

დამატებითი მოთხოვნები:

B კატეგორიის მართვის მოწმობა

 

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში. ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში: ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ ხელწერილის ნიმუში.

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • რეზიუმე;
  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკონკურსო თანამდებობისათვის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით) ასეთის არსებობის შემთხვევაში)).

 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები და შეფასების ფორმები: გამოცხადებულ პოზიციებზე, აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდეს სამ (3) ეტაპად: 

  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება და გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება.

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

აპლიკანტი, რომელსაც არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია ან არასრულად წარმოადგინა დოკუმენტაცია, არ დაიშვება კონკურსის მომდევნო ეტაპზე.

მეორე ეტაპი -  წერითი დავალება - შეფასება ზოგად უნარებსა და ინგლისურ ენაში.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად - წერითი დავალება  (შეფასება ზოგად უნარებსა და ინგლისურ ენაში) და გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

 

I - წერითი დავალება - შეფასება ზოგად უნარებსა და ინგლისურ ენაში:

წერითი დავალება - შეფასება ზოგად უნარებსა და ინგლისურ ენაში:

-         ინგლისური ენის შეფასებისას  აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონე

-         ზოგადი უნარების ტესტში აპლიკანტმა უნდა მიიღოს მაქსიმალური ქულის სულ მცირე 60%

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან ის აპლიკანტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ ორივე პირობას დააკმაყოფილებენ

საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი შესაბამისი დონის TOEFL-ის, IELTS-ის,  Cambridge Certificate-ის, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის სერტიფიკატის ვალიდური ცნობის წარდგენის   შემთხვევაში, კანდიდატი შესაძლოა გათავისუფლდეს ინგლისურის ენის შეფასების ეტაპიდან.  ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურებისაგან ასევე შესაძლოა გათავისუფლდეს კანდიდატი, რომელსაც ინგლისურ ენაზე მიღებული აქვს  უმაღლესი აკადემიური ხარისხი  (ბაკალავრი ან მაგისტრი).

ასეთ შემთხვევაში, კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

 

II - გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან - ტარდება კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.


მესამე ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:  კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას  მიიღებს შეფასების ხუთქულიანი სისტემის საფუძველზე.  გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი:  მარიამ ჩიკაშუა;  ტელ: +995 322393617;    ელ-ფოსტა:  vacancy@gncc.ge

 

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემებიმოთხოვნილი წესის შესაბამისად, შემდეგ ბმულზერადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის ინჟინერი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები