წვდომის მენიუ

თებერვალი 15, 2019 20:21

დასრულებული: ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი

პოზიციის დასახელება:

ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

  • კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
  • ორგანიზაცია: საქართველოს პარლამენტი
  • კატეგორია: იურიდიული
  • განცხადების ბოლო ვადა: 24.02.2019
  • თანამდებობრივი სარგო: 5000 ლარი
  • ადგილების რაოდენობა: 1
  • სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებია:

  • მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, მათზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება;
  • მომხმარებლებზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატარიფო და სხვა მარეგულირებელი ცვლილებების გავლენის შედეგების შეფასება, ანალიზი, პროგნოზირება;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მომხმარებელთა სახელით მხარედ გამოსვლა;
  • მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ კომპანიასთან დავაში ინდივიდუალური მომხმარებლის წარმოდგენა;
  • საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მიერ იმ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე.


მოთხოვნები:

  • მინიმალური განათლება - ბაკალავრი
  • პროფესია - იურისტი

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები;
  • მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი; 
  • „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ გამომდინარე შესაბამისი ევროდირექტივები/ევრორეგულაციები კომუნიკაციების სფეროში.


საკონტაქტო ინფორმაცია: 

  • საკონკურსო კომისიის მისამართი: 0114 თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
  • საკონტაქტო ტელეფონები: 0322281668/0322281689; 555333982/599140484.
  • საკონტაქტო პირი: ელენე ჭეიშვილი; ირინე ჩხენკელი


დამატებითი მოთხოვნები:

1. საზოგადოებრივი დამცველის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომუნიკაციების სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა;
  • საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.

2. საზოგადოებრივი დამცველის სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამართლის მაგისტრის ხარისხი; 
  • ინგლისური ენის (C1 დონის) ცოდნა;
  • ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

3. საზოგადოებრივი დამცველის პიროვნული თვისებები:

  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
  • ცვლილებების/სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
  • პროექტების მართვის უნარი;
  • პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
  • გუნდის განვითარების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დამატებითი ინფორმაცია:

1. დაინტერესებულმა პირმა კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებულია კომუნიკაციების სფეროსა და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2. სასურველია, კონკურსანტმა არსებობის შემთხვევაში დამატებით წარადგინოს:

ა) ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი;
ბ) სერტიფიკატები, რომლებიც მას შესაბამისი თანამდებობისათვის მნიშვნელოვნად მიაჩნია;
გ) კვლევა შესაბამის სფეროში;
დ) 2 რეკომენდაცია.

3. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურებრივი შეუთავსებლობა:

  • საზოგადოებრივი დამცველი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი.
  • საზოგადოებრივ დამცველზე ვრცელდება ყველა მოთხოვნა, რომლებიც ვრცელდება თანამდებობის პირზე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

კონკურსი ტარდება გასაუბრების ფორმით.
კონკურსი ტარდება მისი გამოცხადებიდან არაუადრეს 15 დღისა.
თუ კონკურსში მონაწილეობისათვის არცერთი განცხადება არ იქნა წარდგენილი, გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად ითვლება.

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კომისია ყველა კონკურსანტთან გასაუბრების შემდეგ, დახურულ სხდომაზე აჯამებს კონკურსის შედეგებს და ატარებს კენჭისყრას. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კონკურსანტი, რომელიც მიიღებს კომისიის სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას. საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება


ვაკანსიის სრულად სანახავად და განაცხადის დასაფიქსირებლად გადადით მოცემულ ბმულზე: მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები