მარტი 12, 2018 13:23

დასრულებული: ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე

ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის წამყვანი  სპეციალისტი                         

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზის  წამყვანი  სპეციალისტის ვაკანსიაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია ბაზრის ანალიზისა და  სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტი, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის ბაზრების ტენდენციების კვლევასა და ანგარიშების მომზადებას.   

თანამდებობრივი სარგო:  3330 ლარი(დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება  ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს;

კატეგორია:    კვლევა და ანალიზი

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 25 მარტი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა) ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციების კვლევა როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეკონომიკური ანალიზი და შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) ელექტრონული   კომუნიკაციების დარგის  სეგმენტების   მიმზიდველობის   ანალიზი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე;

გ) ელექტრონული  კომუნიკაციებისა  და  მაუწყებლობის  დარგების  განვითარების  საერთაშორისო  ტენდენციების კვლევა, შედარებითი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება

დ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო ბაზრის შესაბამის სეგმენტებსა და ბაზრის კონკურენტულობაზე კომისიის მარეგულირებელ გადაწყვეტილებათა გავლენის კვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ე) თავისი   კომპეტენციის   ფარგლებში,   საერთაშორისო   და   ადგილობრივ   ორგანიზაციებთან   საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა

ვ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და სამაუწყებლო ბაზრის მნიშვნელოვან რყევებზე მონიტორინგის გაწევა, რყევის გამომწვევი მიზეზების ანალიზი და ინფორმაციისა და ანგარიშების მიწოდება კომისიისა და კომისიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;

ზ) კომისიის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება; 

კომპეტენცია და  უნარები:

  1. ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  2. ცვლილებებისა და სიახლეების  ინიცირების უნარი; 
  3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  4. გუნდური მუშაობის უნარი;
  5. კომპლექსური აზროვნება;
  6. დროის ეფექტიანი მართვა;
  7. საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  8. ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  9. სიახლეებისადმი ღიაობა, სწავლის უნარი;

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები

განათლება: ბაკალავრის ხარისხი

საკონკურსო თემატიკა:               

  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის  წლიური ანგარიში   http://gncc.ge/ge/the-commission/annual-report
  • კომისიის ანალიტიკური პორტალი https://analytics.gncc.ge/

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 3  წელი

ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა - B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (Word ძალიან კარგი,   Excel, Power Point  ძალიან კარგი) 

დამატებითი მოთხოვნები: 

სამუშაო გამოცდილება:

უკანასკნელი სამი (3) წლის განმავლობაში ანალიტიკურ, სტრატეგიულ, მარკეტინგის, სარეკლამო,  ფინანსების, მედიის ანალიზის ან სხვა განყოფილებაში მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება სატელეკომუნიკაციო ან მაუწყებლობის კუთხით ავტორიზებულ კომპანიებში,   სარეკლამო ან საკონსულტაციო  კომპანიებში. 

დამატებითი ინფორმაცია: 

საჯარო კონკურსი ცხადდება კომისიაში საშტატო ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად. 

შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აღნიშნული პოზიციის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ან ხელშეკრულების  ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ხელწერილი, რომლითაც ადასტურებს, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე.   (სასურველია); 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა: 

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 

კონკურსის ეტაპები:  

კონკურსის ეტაპებია:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ზეპირი დავალება - შემთხვევათა ანალიზი;
  • გასაუბრება.

 გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად: 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად;  აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით.  აპლიკანტი, რომელსაც არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, ან არასრულად წარმოადგინა დოკუმენტაცია, არ დაიშვება კონკურსის მომდევნო ეტაპზე. 

მეორე ეტაპი - ზეპირი დავალება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარების (ანალიტიკური აზროვნება, მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი, ანალიზი)  და ინგლისური ენის კომპეტენციების შეფასება შემთხვევათა ანალიზის მეთოდით;

კანდიდატის შეფასებისას, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

აღნიშნულ ეტაპზე კომპლექსურად უკეთესი შედეგების მქონე აპლიკანტები გადავლენ შეფასების შემდეგ ეტაპზე; 

მესამე ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან. 

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა. 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა; 

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი:     თამარ ბოკუჩავა; hr@gncc.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნილი წესის შესაბამისად: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/48350?active=1

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები