დასრულებული: წამყვანი ბუღალტერი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის წამყვანი ბუღალტრის პოზიციაზე.
პოზიციისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრები: 3330-დან 4995-მდე ლარი (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსს
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საბუთების მიღების ვადაა: 2021 წლის 11 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
ა) სრული საბუღალტრო ციკლის წარმოება ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
ბ) საბანკო გადარიცხვების მომზადება;
გ) კომისიის დებიტორების მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულებების მართვა და მონიტორინგი;
დ) სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის და კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმების გადახდის მონიტორინგი და ყოველთვიური ანალიზი;
ე) შრომის ანაზღაურების უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
ვ) შესაბამისი ინფორმაციის ასახვა კომისიის უწყებრივ რეესტრში;
ზ) საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე და საგადასახადო ვალდებულებების მართვა;
თ) საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა, შენახვა და დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან/და პროფესიული ბუღალტრის სერტიფიკატის ფლობა.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით, აქედან სულ მცირე 3 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
აუცილებელია:
- ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა და აღნიშნული სტანდარტების მიხედვით მუშაობის გამოცდილება;
- საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
- ACCA 1-ლი დონე (F1, F2, F3);
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები(IFRS).
უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ენა B1 დონეზე
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- MS Office (Word, Excel - ძალიან კარგი);
კომპეტენცია და უნარები:
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტური მართვა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- მათემატიკური უნარები;
- ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პროფესიული ბუღალტრის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილების (აქედან 3 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
- ACCA 1-ლი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
- ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ტრენინგის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი;
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში (იხ. დანართი)
კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:
- ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “წამყვანი ბუღალტერი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია: საბუთების გადარჩევა, წერითი დავალება და გასაუბრება, შემთხვევათა ანალიზის მეთოდით.
კანდიდატთა გარკვეული რაოდენობა შესაძლოა დაბარებულ იქნას დამატებით გასაუბრებაზე.