დასრულებული: სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის ტექნიკოსი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს კომუნიკაციების კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის ტექნიკოსის პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: 1665 ლარი (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის უფროსის წინაშე;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- კომისიის მონიტორინგის სამსახურის ინჟინრების დახმარება სამაუწყებლო (ტელევიზია, რადიო), ფიჭური (GSM, UMTS, LTE, IMT, 5G) და სხვა რადიოსიხშირული ქსელების და სისტემების რადიო, ტექნიკური და მომსახურებების ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგის ჩატარებისას.
- კომისიის მონიტორინგის სამსახურის ინჟინრების დახმარება რადიოსიხშირული ქსელების და სისტემების და არალიცენზირებული რადიოგადამცემი საშუალებების გამოვლენაში. მათ შორის: აპარატურის გამართვა, საჭიროებისამებრ გადაადგილება, გაზომვების შედეგების აღრიცხვა.
- ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის ჩატარების პროცესში მონაწილეობა, მათ შორის მომხმარებლებთან სატესტო აპარატურის მონტაჟი.
- ინჟინრების მხარდაჭერა ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და სერვისების ინსპექტირების ჩატარებასა და საველე პირობებში ფიზიკური ინფრასტრუქტურის ოპერატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესებში
- მონიტორინგის სამსახურის მაღალი გამავლობის, მათ შორის მექანიკური სიჩქარეთა კოლოფის და მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მართვა საქართველოს მასშტაბით ინჟინერთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად.
- ავტომანქანების ექსპლუატაციის პირობების დაცვა. მათი ტექნიკური გამართულობისთვის აუცილებელი მინიმალური ღონისძიებების უზრუნველყოფა.
- ჯგუფის უფროსისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება;
- შესრულებული სამუშაოს ანგარიში (წლიური, კვარტალური, ყოველთვიური (მოთხოვნის შემთხვევაში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან არასრული უმაღლესი განათლება.
სასურველი: ტელეკომუნიკაციების, რადიოტექნიკის, ელექტრონიკის, ფიზიკის, რადიოფიზიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების/მეცნიერებების მიმართულებით.
სავალდებულო უნარები და ცოდნა:
- რადიოტექნიკის, რადიოფიზიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
- მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომანქანის მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ქალაქში და ექსტრემალურ სიტუაციებში თავისუფალად გადაადგილებისთვის აუცილებელი უნარები;
- ავტომანქანის გამართულობის უზრუნველსაყოფად ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
- MS Office (Word, Excel ) საწყის დონეზე ფლობა
სასურველი უნარები და ცოდნა:
- მობილური ან სამაუწყებლო ქსელების რადიო მონიტორინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება;
- რადიოტექნიკის ან კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების/შეკეთების კუთხით გამოცდილება
- ინგლისური ენის ფლობა ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვის დონეზე
სხვა სავალდებულო კომპეტენცია და უნარები:
- ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- სიმაღლეზე მუშაობისთვის აუცილებელი უნარები;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV);
- მართვის მოწმობის ასლი;
- ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად.
გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „მობილური ჯგუფის ტექნიკოსი”.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომუნიკაციების კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია: საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.
საბუთების მიღების ვადაა: 2024 წლის 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით.