წვდომის მენიუ

მაისი 18, 2022 11:26

დასრულებული: შესყიდვების სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრები:   1665 ლარიდან 3330 ლარამდე (დარიცხული) 

ანგარიშვალდებულება: ადმინისტრაციის შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფის უფროსის წინაშე

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადაა:   2022 წლის 17 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა)  კომისიის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენასა და კორექტირებაში  მონაწილეობის მიღება;

ბ) შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს თაობაზე სატენდერო და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესაბამისი  ანგარიშგება;

დ) ბაზრის კვლევის ჩატარება როგორც ელექტრონული, ასევე გამარტივებული შესყიდვის წინამოსამზადებელ ეტაპზე;

ე) ელექტრონული ტენდერების და კონკურსების ორგანიზება და განხორციელება;

ვ) სატენდერო/საკონკურსო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ზ) მიმწოდებელთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა, ხელშეკრულების მიმდინარეობის მონიტორინგი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

აუცილებელი  პროფესიული სერტიფიკატი - „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ - გაცემული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.

სამუშაო გამოცდილება: უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელია:

  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
  • კანდიდატს გააჩნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ  სისტემაში ელექტრონული შესყიდვის წარმოების და სატენდერო კომისიის აპარატში მუშაობის გამოცდილება;
  • კანდიდატს გააჩნდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  სახელმწიფო შესყიდვის წარმოების, მათ შორის სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შესყიდვის შეთანხმების პროცესების განხორციელების მიმართულებით გამოცდილება;
  • სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის და სისტემაში ასახვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

სასურველია: კერძო სექტორში შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა B2 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: 

MS Office (Word,  Excel - ძალიან კარგი)

კომპეტენცია და უნარები:

  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ქართულ ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომისიის შიდა ინსტრუქციებითა და პროცედურებით, მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3.სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება: 

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);  
  • ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. დანართი).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “შესყიდვების სპეციალისტი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:

  1. კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
  2. ზეპირი დავალება და გასაუბრება;
  3. კონკურსის შედეგების გამოცხადება.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

საბუთების მიღების ვადაა:   2022 წლის 17 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები