დასრულებული: შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრები: 3330 ლარიდან 4995 ლარამდე (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ადმინისტრაციის შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფის უფროსის წინაშე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)
- კომისიის სასაწყობო მეურნეობის მართვა, მატერიალური ფასეულობების, ინვენტარის, ძირითადი საშუალებების, მიმდინარე სახარჯო მასალების, საკანცელარიო საქონელის მართვა, მიღება, აღრიცხვა და გაცემა;
- მიმწოდებლებთან გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა, შესყიდული საქონლისა და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების უზრუნველყოფა;
- შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
- ძირითადი საშუალებების და ინვენტარის დაცვის ზედამხედველობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, შენახვა და დაარქივება;
- კომისიის ბალანსზე არსებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარული სადგურების გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
- კომისიის ადმინისტრაციული შენობის ენერგო სისტემის, დიზელ-გენერატორის, ლიფტის, დამხმარე ნაგებობების, გათბობა-გაგრილების სისტემის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, საქვაბის, წყალმომარაგების სანიტარული კვანძების და სხვა ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- დანერგილი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად კომისიის აპარატში დასაქმებულთა ფიზიკური სამუშაო გარემოს პირობების გაუმჯობესება;
- კომისიის ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში ქონების ჩამოწერა ან შეკეთება განსაზღვრული წესით.
- ძირითადი საშუალებების, მარაგების და ქონების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების შექმნა, შენახვა, პროგრამაში ასახვა და დაარქივება;
- კომისიის ავტოპარკის მართვა და გადაადგილების მონიტორინგი, ავტომანქანების ცენტრალიზებული აღრიცხვა, მათი საგარანტიო და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- ადმინისტრაციულ დეპარტამენტში დასაქმებული ტექნიკური პერსონალის მიერ ყოველდღიურად განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ლოგისტიკის, საქონლისა და მატერიალური მარაგების აღრიცხვის, ლოგისტიკური პროცესების მართვის, ან მსგავსი მიმართულებით.
აუცილებელია:
- ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვის გამოცდილება;
- მარაგების მართვის გამოცდილება;
სასურველია:
- კანდიდატს გააჩნდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- საავტომობილო სფეროსა და ავტომობილის ტექნიკური ნაწილის ცოდნა;
- საწყობების მართვის სისტემაში (FMG Soft) მუშაობის გამოცდილება;
უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა B2 დონეზე
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Office (Word, Excel - ძალიან კარგი)
კომპეტენცია და უნარები:
- დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ქართულ ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- კომისიის შიდა ინსტრუქციებითა და პროცედურებით, მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
- ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. დანართი).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია:
- კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
- გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.
საბუთების მიღების ვადაა: 2022 წლის 19 მაისიდან 2022 წლის 3 ივნისის ჩათვლით.