ქონების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი | ComCom
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს ქონების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
ვაკანტური საშტატო ერთეულების რაოდენობა: 1
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება შეთანხმებით, თანამდებობისთვის გათვალისწინებული ზღვრების ფარგლებში
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ადმინისტრაციის უფროსს
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- კომისიის ქონების, მარაგებისა და მატერიალური ფასეულობების მართვის, აღრიცხვისა და გამოყენების პროცესების კოორდინაცია და კონტროლი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და კომისიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- კომისიის ადმინისტრაციული შენობისა და სხვა ნაგებობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მონიტორინგი, აუცილებელი კაპიტალური და სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
- კომისიის ავტოპარკის მართვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის კონტროლი;
- კომისიის ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი აქტივებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
- ქონების შეფასებასთან, ჩამოწერასთან, გადაცემასთან და გასხვისებასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
- კომისიის შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარისა და მოწყობილობების გამართულობის უზრუნველყოფის კონტროლი;
- კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესების კოორდინაცია;
- ქონების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოების, შენახვისა და დაარქივების კონტროლი;
- ჯგუფის საინფორმაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა, ჯგუფის საქმიანობის კოორდინირება დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ჯეროვანი განხორციელების მიზნით;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომისიაში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება: ქონების მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, ლოგისტიკის ან/და პოზიციის შესაბამისი მიმართულებებით მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, გუნდის მართვის/ხელმძღვანელობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
უცხო ენების ცოდნა:
სასურველია ინგლისური ენა (წერითი უნარები, მეტყველება) - B1
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Office (MS Word, MS Excel, MS Power Point) - კარგი
კომპეტენცია და უნარები:
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და ჯგუფის მართვის უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
- ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად (იხ. დანართი).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,ქონების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია:
ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
ბ) შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება.
კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, განისაზღვროს დამატებითი შერჩევის ეტაპი.
საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 3 ივნისიდან 2026 წლის 16 ივნისის ჩათვლით.
