თებერვალი 18, 2021 17:17

დასრულებული: მთავარი პროგრამისტი

კომუნიკაციების კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში მთავარი პროგრამისტის პოზიციაზე

თანამდებობრივი სარგო:  პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის ოდენობა - 4 162 ლარიდან - 5827 ლარამდე (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:   ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი.

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

ძირითადი ფუნქციები:

  • კომისიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის/პროგრამების ანალიზი,  ადმინისტრირება და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა; 
  • კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის სისტემური ანალიზი,  კომისიაში არსებული სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის  საჭიროებების შესწავლა და  შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისათვის ტექნიკური დავალების შემუშავება, დამკვეთ სტრუქტურულ ერთეულთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • ტექნიკული დავალების შესაბამისად ახალი პროგრამული უზრუნველყოფების შექმნა ან არსებულის მოდიფიცირება/განახლება;
  • მონაცემთა ბაზების  დაპროექტება და ადმინისტრირება;
  • არსებული პროგრამული უზრუნველყოფების ფუნქციური დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;  
  • კომისიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების გამართული ფუნქციონირება, თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება და აღმოფხვრა;
  • შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინფორმატიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის/სტატისტიკის,  ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ან პროგრამირების მიმართულებით. 

პროფესიული ცოდნა: PHP, Laravel,   HTML, JAvascript, MySQL, MSSQL, PostgreSQL, Git.

სასურველია: LAMP; GIS ან Google Maps Platform.  

სამუშაო გამოცდილება: 

  • Full stack დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
  • კოდის წერისა და დოკუმენტირების გამოცდილება.

სასურველი სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია  API-სთან მუშაობის გამოცდილება.

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა - B2 დონე

კომპეტენციები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინა;
  • ინიციატივიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • აქტიური მოსმენისა და კომუნიკაციის უნარი

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);  
  • ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. დანართი).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “უფროსი პროგრამისტი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვი.

კონკურსის ეტაპებია:

  1. კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
  2. პროფესიული ტესტირება;
  3. გასაუბრება, შემთხვევათა ანალიზის მეთოდით.

საბუთების მიღების ვადაა: 2021 წლის 18 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები