დასრულებული: მთავარი პროგრამისტი (.NET დეველოპერი)
კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა, რომლის მიზანია უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია თითოეული მოქალაქისთვის. კომისიის აპარატში შექმნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურებათა უზრუნველყოფა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და ადმინისტრირება, IT ინფრასტრუქტურის გამართვა და კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის მხარდაჭერა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში მთავარი პროგრამისტის (.NET დეველოპერი) პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის ოდენობა - 4 162 ლარიდან - 5827 ლარამდე (დარიცხული)
ვაკანტური პოზიცია - 1
ანგარიშვალდებულება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის წინაშე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საბუთების მიღების ვადაა: 2022 წლის 20 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით
ძირითადი ფუნქციები:
- ტექნიკური დავალების შესაბამისად ახალი პროგრამული უზრუნველყოფების შექმნა .Net გარემოში;
- ახალი ან არსებული პროგრამული უზრუნველყოფების არქიტექტურული დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დოკუმენტირება;
- პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდების შენახვა და კონტროლი;
- არსებული პროგრამული უზრუნველყოფების ოპტიმიზაცია და რეფაქტორინგი;
- კომისიაში დანერგილ .Net გარემოში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური გარჩევა, მონაცემების ანალიზი;
- მონაცემთა ბაზების არქიტექტურული დიზაინის შემუშავება და დაპროექტება;
- არსებული პროგრამული უზრუნველყოფების ფუნქციური დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;
- კომისიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების გამართული ფუნქციონირება, პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდის დოკუმენტირება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
პროფესიული ცოდნა:
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების ცოდნა;
- სუფთა კოდის წერა, ტესტირება და შეცდომების აღმოფხვრა;
- C# - ის საფუძვლიანი ცოდნა;
- SQL – ის ცოდნა;
- ASP.NET, ASP.NET Core ტექნოლოგიების ცოდნა;
- HTML, CSS, AJAX, JavaScript, jQuery, ASP.NET MVC, Bootstrap;
- Git, TFS პროგრამული კოდის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა;
სასურველია:
- Frontend-ის განვითარების ცოდნა (HTML 5, JavaScript, Angular/React და ა.შ.);
სამუშაო გამოცდილება:
- Full stack დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საწყისი კოდის დოკუმენტირების გამოცდილება;
- REST, SOAP ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
- არარელაციურ და რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL).
სასურველი სამუშაო გამოცდილება:
- Unit ტესტების წერის გამოცდილება (xUnit, NUnit, MSTest);
- სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება;
უცხო ენის ცოდნა:
ინგლისური ენა - B2 დონე
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინა;
- ინიციატივიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- აქტიური მოსმენისა და კომუნიკაციის უნარი.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
- ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. დანართი).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მთავარი პროგრამისტი (.NET დეველოპერი)
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია:
- კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
- პროფესიული ტესტირება;
- გასაუბრება, შემთხვევათა ანალიზის მეთოდით.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.