დასრულებული: მთავარი პროგრამისტი (.NET დეველოპერი)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში მთავარი პროგრამისტის (.NET დეველოპერი) პოზიციაზე
თანამდებობრივი სარგო: პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის ოდენობა - 4 162 ლარიდან - 5827 ლარამდე (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საბუთების მიღების ვადაა: 2022 წლის 18 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქციები:
- კომისიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის/პროგრამების ანალიზი, ადმინისტრირება და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა;
- კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის სისტემური ანალიზი, კომისიაში არსებული სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისათვის ტექნიკური დავალების შემუშავება, დამკვეთ სტრუქტურულ ერთეულთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- ტექნიკული დავალების შესაბამისად ახალი პროგრამული უზრუნველყოფების შექმნა ან არსებულის მოდიფიცირება/განახლება;
- მონაცემთა ბაზების დაპროექტება;
- არსებული პროგრამული უზრუნველყოფების ფუნქციური დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;
- კომისიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების გამართული ფუნქციონირება, თანამშრომლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე დროული რეაგირება და აღმოფხვრა;
- შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კოდის დოკუმენტირება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: ბაკალავრის ხარისხი
პროფესიული ცოდნა:
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპების ცოდნა;
- სუფთა კოდის წერა, ტესტირება და შეცდომების აღმოფხვრა;
- C# - ის საფუძვლიანი ცოდნა;
- SQL – ის საფუძვლიანი ცოდნა;
- ASP.NET, ASP.NET Core ტექნოლოგიების ცოდნა;
- HTML, CSS, AJAX, JavaScript, jQuery, ASP.NET MVC, Bootstrap;
- Git, TFS პროგრამული კოდის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა;
- Internet Information Service კონფიგურაციის ცოდნა.
სასურველია:
- Frontend-ის განვითარების ცოდნა (HTML 5, JavaScript/TypeScript, Angular/React და ა.შ.);
- კონტეინერიზაციის პრინციპების ცოდნა, Docker-ის პრაქტიკული გამოცდილება;
- მონაცემთა სტრუქტურების/ ალგორითმების ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება:
- Full stack დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საწყისი კოდის დოკუმენტირების გამოცდილება;
- REST, SOAP ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
- არარელაციურ და რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL).
სასურველი სამუშაო გამოცდილება:
- Unit ტესტების წერის გამოცდილება (xUnit, NUnit, MSTest);
- Windows Server-თან მუშაობის გამოცდილება;
- სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება;
- GraphQL ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება.
უცხო ენის ცოდნა:
ინგლისური ენა - B2 დონე
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინა;
- ინიციატივიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- აქტიური მოსმენისა და კომუნიკაციის უნარი.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
განაცხადის შევსების დროს (განაცხადის შესავსებად საჭირო ბმული შეგიძლიათ, იხილოთ ქვემოთ) „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- თავისი რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
- ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის (იხ. ნიმუში)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნლი წესის შესაბამისად:
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/69302?active=1
საკონტაქტო პირი: სოფიო კაციტაძე, ტელ: +99555021682; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვი.
კონკურსის ეტაპებია:
- კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
- პროფესიული დავალება;
- გასაუბრება, შემთხვევათა ანალიზის მეთოდით.
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.