დასრულებული: მძღოლი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს მძღოლის პოზიციაზე.
ვაკანტური საშტატო ერთეულების რაოდენობა: 2
თანამდებობრივი სარგო: 1265 ლარი (დარიცხული);
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ადმინისტრაციის შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფის უფროსს;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
საბუთების მიღების ვადა: 2022 წლის 21 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
ა) კომუნიკაციების კომისიის წევრების და კომუნიკაციების კომისიის აპარატის სხვა თანამშრომლების ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურების უზრუნველყოფა თბილისისა და საქართველოს რეგიონების მასშტაბით;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მოვლა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;
გ) მოთხოვნის შესაბამისად, კომისიის კორესპოდენციის ან/და ამანათების საჭირო მისამართზე მიტანის უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
შენიშვნა: გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გრაფიკი შეთანხმდება უშუალო ხელმძღვანელთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმალური განათლება: სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება: მძღოლად, დისტრიბუტორად ან სხვა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
სამუშაო გამოცდილების დადასტურების მიზნით, კანდიდატმა სასურველია მიუთითოს რეკომენდატორის (რომელიც წარმოადგენს დამსაქმებელს) სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია.
დამატებითი მოთხოვნები:
ა/მანქანის „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა - (მექანიკური გადაცემის კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება);
სასურველია:
- ა/მანქანის „C” და „D“ კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია, კანდიდატმა იცოდეს თბილისის ქუჩების და რეგიონების გზები და ჰქონდეს ელექტრონული საგზაო რუქის წაკითხვის უნარი.
კომპეტენცია და უნარები:
- დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გაწონასწორებულობა;
- ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV), რომელშიც სასურველია მიუთითოს რეკომენდატორის (რომელიც წარმოადგენს დამსაქმებელს) სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
- მართვის მოწმობის ასლი;
- ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად (იხ. დანართი).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “მძღოლი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია:
ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;
ბ) შერჩეული კანდიდატების შეფასება და გასაუბრება.
კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, განისაზღვროს დამატებითი შერჩევის ეტაპი.