წვდომის მენიუ

ოქტომბერი 07, 2021 12:52

დასრულებული: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს  გამარტივებულ საჯარო კონკურსს  კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის  პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო:  6660 ლარიდან - 8325 ლარამდე  (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:   კომისიის თავმჯდომარის წინაშე

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადაა: 2021 წლის    7 ოქტომბრიდან - 25 ოქტომბრის ჩათვლით

კომისიაში მოქმედებს კომპენსაციისა და ბენეფიტების გამართული სისტემა;  განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს გარდა, კომისიაში დანერგილია შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა, რომელიც გულისხმობს  დამსახურებაზე დაფუძნებულ დაჯილდოვებას, წელიწადში ორჯერ.  

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • კომისიის ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკის შემუშავება;
  • კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების პროცესების აღწერა, დოკუმენტირება და მართვა;
  • კომისიის თანამშრომლებისა და სხვა მომხმარებლებისთვის ინფორმაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული სისტემების მოხმარების წესების განსაზღვრა;
  • კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის  და ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომისიის შიდა კომპიუტერული ქსელის აწყობასა და შემდგომ მხარდაჭერაზე, აგრეთვე ქსელში წარმოქმნილ ინციდენტებზე რეაგირებისა და აღმოფხვრის პროცესებზე ზედამხედველობა;
  • კომისიაში არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვასა და შემდგომი მხარდაჭერის პროცესზე ზედამხედველობა;
  • კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის ხელშეწყობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, დანერგვა და მუდმივი განახლება;
  • კომისიაში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • კომისიაში არსებული ციფრული ინფორმაციის დაარქივება/ბექაფირების პოლიტიკის შემუშავება და კონტროლი;
  • კომისიაში დანერგილი ინფორმაციული პლატფორმების და პროგრამული უზრუნველყოფების ურთიერთთავსებადობის და ინტეგრაციის უზრუნველყოფა
  • კომისიის წინაშე დასმული ამოცანების შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმების და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესის მართვა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ბაზრის კვლევის ჩატარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი.  სასურველია  კანდიდატს ჰქონდეს განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების, პროგრამირების, ტელეკომუნიკაციების,  საინჟინრო,  ბიზნესის ადიმნისტრირების, ეკონომიკის,  ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით (მათემატიკა, ფიზიკა, კიბერნეტიკა და სხვა მომიჯნავე მიმართულება);

სამუშაო გამოცდილება:  აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს  სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროგრამირების, IT ინფრასტრუქტურის, უსაფრთოხების მართვის  (Infosec) მიმართულებით

აქედან სულ მცირე 1  წლიანი მუშაობის გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების  სამსახურის  ან რომელიმე მიმართულების მართვის კუთხით. 

სასურველია

  • საჯარო/სახელმწიფო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება
  • მაგისტრის ხარისხი შესაბამისი მიმართულებით
  • ITIL, CISM სერტიფიკატების ქონა
  • მუშაობის გამოცდილება IT სტანდარტების შემუშავება/დანერგვა /ხარისხის კონტროლის მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილება IT პროექტების მართვის მიმართულებით

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“,
  • საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა  -  B2 დონე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

Microsoft Office

კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კრიტიკული აზროვნება
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მათემატიკური აზროვნება
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • აქტიური მოსმენისა და აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება: მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  აპლიკანტმა  უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV),  სამუშაო გამოცდილების მითითებით;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელიც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ინფორმაციული ტექნოლოგიების  სამსახურის უფროსი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა,  გასაუბრება.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას  აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები