ივნისი 28, 2022 17:31

დასრულებული: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს  გამარტივებულ საჯარო კონკურსს  კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო:  3330 ლარიდან 4995 ლარამდე  (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:   ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის წინაშე

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადაა: 2022 წლის 28 ივნისიდან  2022 წლის 24 ივლისის ჩათვლით

შენიშნვნა: კომისიის თანამშრომელთა პროფესიული ზრდის ხელშესაწყობად, კომისიაში დანერგილია შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა  და  სამოტივაციო პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • კომისიისა და კომისიის აპარატისათვის ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის უწყვეტად და უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციულ სისტემებში წარმოქმნილი ინციდენტების სათანადოდ აღრიცხვა, ინციდენტის გამომწვევი მიზეზებისა და გადაწყვეტის რეგისტრაცია პროცედურების შესაბამისად;
  • ქსელის და სერვერულ ინფრასტრუქტურის ორგანიზება, შესაბამისი სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება, რესურსების დაგეგმვა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • დატაცენტრში არსებული სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის სარეზერვო ასლების სისტემის ადმინისტრირება და მისი კონფიგურაცია, მონიტორინგი.
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყნებით კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • დატაცენტრში არსებული სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
  • ვირტუალური VMware ESXi, სერვერების ინფრასტრუქტურის აგება, ადმინისტრირება და მართვა;
  • Windows და Linux სერვერების და სხვა კრიტიკული კომპონენტების მონიტორინგის სისტემების გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
  • მონაცემთა სანახი სისტემების (Storage) გამართვა, ადმინისტრირება და მართვა;
  • სერვერული და ქსელური ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური სერვერული ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
  • ორგანიზაციის ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი 

სასურველია:  კანდიდატს ჰქონდეს განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების, ტელეკომუნიკაციების,  საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით (მათემატიკა, ფიზიკა, კიბერნეტიკა და სხვა მომიჯნავე მიმართულება)

პროფესიული ცოდნა:

  • Windows Server-ის ადმინისტრირება;
  • CentOS-ის ადმინისტრირება;
  • Powershell scripting  და Bash Scripting-ის ცოდნა;
  • Backup გადაწყვეტილებების ძირითადი კონფიგურაციების ცოდნა;
  • ქსელის ადმინისტრირება.

სამუშაო გამოცდილება:  აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს  სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება ქსელური ინფრასტრუქტურის, სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე

აუცილებელია:შემდეგი სახის სამუშაო გამოცდიელბა:

  • VMware ESXi ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
  • Microsoft Active Directory-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია  და ადმინისტრირება;
  • NGINX, Apache, IIS დაყენება, კონფიგურაცია და ადმინისტრირება;
  • MySQL, Microsoft SQL Server-ის დაყენება, კონფიგურაცია, სარეზერვო ასლების შენახვა;
  • Office 365-ის ადმინისტრირება;
  • დისკური მასივების მართვა, კონფიგურაცია. მონაცემთა საცავ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, NAS-ის და SAN-ის ინსტალაცია და ადმინისტრირება;
  • კორპორატიული ანტივირუსული გადაწყვეტილების ადმინისტრირება.
  • კორპორატიული ქსელის ადმინისტრირება;
  • L2/L3 ქსელური ინფრასტრუქტურის კონფიგურაცია და ადმინისტრირება
  • next-generation firewall-ის და VPN კონფიგურაცია და ადმინისტრირება.

სასურველია:

  • Docker  და Kubernetes სისტემების ცოდნა;
  • Cisco CCNA ან Juniper  JNCA სერთიფიკატის ქონა;

უცხო ენის ცოდნა:

ინგლისური ენა  -  B2 დონე

კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კრიტიკული აზროვნება
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მათემატიკური აზროვნება
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • აქტიური მოსმენისა და აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება: მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge  აპლიკანტმა  უნდა გამოაგზავნოს:

  • თავისი რეზიუმე (CV),  სამუშაო გამოცდილების მითითებით;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ქსელის ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას  აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები