წვდომის მენიუ

ივნისი 18, 2019 12:41

დასრულებული: შესყიდვების სპეციალისტის პოზიცია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.


თანამდებობრივი სარგო:  2497.5 ლარი (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ადმინისტრაციის შესყიდვების და ლოჯისტიკის ჯგუფის უფროსს;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

საბუთების მიღების ვადაა:   2019 წლის 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სასურველია - ბაკალავრის ხარისხი სამართლის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

აუცილებელია:  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცდის ჩაბარების შედეგად გაცემული პროფესიული სერტიფიკატი, შესყიდვების მიმართულებით

 

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 2 წელი სახელმწიფო ორგანიზაციაში სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს კერძო სექტორში შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

  • კანდიდატს გააჩნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ  სისტემაში ელექტრონული ტენდერების გამოცხადებისა და სატენდერო კომისიის აპარატში მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო ტენდერების ორგანიზებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შედგენის გამოცდილება - კანდიდატმა უნდა მიუთითოს იმ სახელმწიფო ელექტრონული ტენდერ(ებ)ის/შესყიდვის ნომერი, რომელზეც იმუშავა და მონაწილეობა მიიღო გამოცხადებაში;
  • სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების ცოდნა. 

უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა B2 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

MS Office (Word,  Excel - ძალიან კარგი)

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა)  კომისიის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენაში, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებული გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) კომისიის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით შესასყიდი საქონლის ან მომსახურების თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის აგრეთვე, სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა და სისტემაში ატვირთვა;

დ) შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადება;

ე) პოტენციურ მიმწოდებელთა ბაზის შედგენა და განახლება;

ვ) ბაზრის კვლევის ჩატარება როგორც წინასატენდერო, ასევე გამარტივებული შესყიდვის დროს;

ზ) ელექტრონული ტენდერების და კონკურსების ორგანიზება და გამოცხადება;

თ) სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ი) მიმწოდებელთან ხელშეკრულებების გაფორმება; სახელშეკრულებო პირობების მონიტორინგი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება

კომპეტენცია და უნარები:

  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება: 

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს - თავისი რეზიუმე (CV),  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი,  შესაბამისი სერტიფიკატი, მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);   ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად (იხ. დანართი).  

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების სპეციალისტი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

კანდიდატთა გარკვეული რაოდენობა შესაძლოა დაბარებულ იქნას დამატებით გასაუბრებაზე

გისურვებთ წარმატებებს!

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები