აპრილი 10, 2020 10:18

დასრულებული: შესყიდვების სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრები:   1665 დან 3330 მდე (დარიცხული) 

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ადმინისტრაციის შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადაა:   2020 წლის 10 აპრილიდან 30  აპრილის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა)  კომისიის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენასა და კორექტირებაში  მონაწილეობის მიღება;

ბ) შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს თაობაზე სატენდერო და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესაბამისი  ანგარიშგება;

დ) ბაზრის კვლევის ჩატარება როგორც ელექტრონული, ასევე გამარტივებული შესყიდვის წინამოსამზადებელ ეტაპზე;

ე) ელექტრონული ტენდერების და კონკურსების ორგანიზება და განხორციელება;

ვ) სატენდერო/საკონკურსო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ზ) მიმწოდებელთან ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა, ხელშეკრულების მონიტორინგი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

აუცილებელი  პროფესიული სერტიფიკატი - „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ - გაცემული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.

სამუშაო გამოცდილება: უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

სასურველია: კერძო სექტორში შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელია:

  • კანდიდატს გააჩნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ  სისტემაში ელექტრონული შესყიდვის წარმოების და სატენდერო კომისიის აპარატში მუშაობის გამოცდილება;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა.

სასურველია:

  • კანდიდატს გააჩნდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  სახელმწიფო შესყიდვის წარმოების, მათ შორის სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შესყიდვის შეთანხმების პროცესების განხორციელების მიმართულებით გამოცდილება;
  • სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის და სისტემაში ასახვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
  • სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა B2 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: 

MS Office (Word,  Excel - ძალიან კარგი)

კომპეტენცია და უნარები:

  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სახელმწიფო ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომისიის შიდა ინსტრუქციებითა და პროცედურებით, მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან;

კონკურსში მონაწილეობის მიღება:  

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  •  თავისი რეზიუმე (CV), 
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი,  
  • „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ სერტიფიკატი  - გაცემული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ; 
  • მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);   
  • ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად. (ნიმუში)

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “შესყიდვების სპეციალისტი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

*ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე (დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით) კონკურსის ეტაპები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

კანდიდატთა გარკვეული რაოდენობა შესაძლოა დაბარებულ იქნას დამატებით გასაუბრებაზე.  შეფასდება ინგლისური ენის ცოდნა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები