დასრულებული: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიცია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
თანამდებობრივი სარგო: 4995 ლარი (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საბუთების მიღების ვადაა: 2019 წლის 8 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ გვერდზე WWW.GNCC.GE განსათავსებელი ინფორმაციის ადმინისტრირება, განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა; ვებ გვერდის ვიზუალური მხარის შესაბამისობაში მოყვანა კომისიის ბრენდ ბუქთან;
- კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება კომისიის ვებ-გვერდისა და კომისიის სხვა საკომუნიკაციო საშუალებების მეშვეობით;
- სოციალური ქსელების მართვის სტრატეგიიდან გამომდინარე, კომისიის საქმიანობის შესახებ სოციალურ მედიაში ინფორმაციის გავრცელება და შესაბამისი ვიზუალის (დიზაინის) უზრუნველყოფა;
- კომისიის საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენაში მონაწილეობის მიღება, ციფრული მედიის მიმართულების სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- კომისიის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების ერთმანეთთან თავსებადობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- კომისიის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი, შემოსულ წერილებსა და კომენტარებზე ოპერატიული რეაგირება ;
- საჭიროების შემთხვევაში კომისიის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ეთერის (Facebook Live) დაგეგმვა და განხორციელება; კომისიის ოფიციალურ Youtube არხზე ვიდეოების განთავსება;
- სოციალურ ქსელებში განთავსებული კომენტარების, პოსტების კონტროლი და მათზე რეაგირება; რეკლამის მენეჯმენტი;
- ვებ-ბანერების და სხვა ვიზუალური (გრაფიკული და ანიმაციური) მასალის სხვადასხვა საიტებზე განთავსების მართვა და მონიტორინგი;
- კომისიის საკომუნიკაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი და აღნიშნულის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- კომისიის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
- კომისიის საქმიანობაში, ასევე, კომისიის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალური ქსელებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიების დაგეგმვა;
- კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მოძიება და სოციალური ქსელებისთვის პროდუქტების მომზადება;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
სასურველია - ციფრული მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მედიის მიმართულებით
სასურველია - აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი სერთიფიკატი;
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 2 წელი მარკეტინგის/ციფრული მარკეტინგის, ციფრული მედიის, ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
სასურველია - სარეკლამო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
სასურველია - ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
უცხოური ენების ცოდნა;
- ინგლისური ენა - B2 დონეზე
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- MS Office (Word, Power Point ძალიან კარგი, Excel- კარგი);
- საიტის (ბლოგის) მართვის გამოცდილება;
- სოციალურ ქსლებში მუშაობის გამოცდილება: Facebook, LinkedIn, YouTube, Twitter, Instagram, სხვა.
სასურველია:
- პროგრამების: Photoshop-ის, Illustrator-ის და InDesign-ის ცოდნა;
- SEO (search engine optimization)-თან მუშაობის გამოცდილება
კომპეტენცია და უნარები:
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა;
- სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;
- კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;
- დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს - თავისი რეზიუმე (CV), შესაბამისი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი); ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად (იხ. დანართი).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის
კონკურსის ეტაპებია:
- კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
- ზეპირი/წერითი დავალება.
კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კანდიდატთა გარკვეული რაოდენობა
შესაძლოა დაბარებულ იქნას დამატებით გასაუბრებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!