დასრულებული: საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი
კომუნიკაციების კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე
თანამდებობრივი სარგო: 6660 ლარი (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: კომისიის თავმჯდომარის წინაშე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
საბუთების მიღების ვადაა: 2020 წლის 3 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
ა) საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტების შესწავლა და ანალიზი, კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავება;
ბ) კომისიის საერთაშორისო წარმომადგენლობა; საერთაშორისო ურთიერთობების და პარტნიორობის ჩამოყალიბება და გაღრმავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგობრივ გაერთიანებებთან ურთიერთობის დამყარება;
გ) საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში;
დ) ელექტრონული კომუნიკაციების, მაუწყებლობის და კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა სფეროებში საერთაშორისო და სხვა სპეციფიური პროექტების ინიცირება და მართვა; ამ მიზნით კომისიის სტრუქტურულ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარგობრივ გაერთიანებებთან, დონორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა;
ე) სხვა ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან პარტნიორობის ჩამოყალიბება და ურთიერთობების კოორდინაცია;
ვ) საერთაშორისო და სხვა სპეციფიური პროექტების მონიტორინგი და შეფასება წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
ზ) სახელმწიფო/საჯარო დაწესებულებებთან კომისიის წარმომადგენლობა;
თ) დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა მოტივირება და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;
ი) დაქვემდებარებულთა საქმიანობისა და შესრულების კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგი რომელიმე მიმართულებით: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერებები, ევროპისმცოდნეობა, საჯარო მმართველობა/ სახელმწიფო მართვა, სამართალი, ეკონომიკა, ფილოლოგია ან ელექტრონული კომუნიკაციები.
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 7 წლიანი მუშაობის გამოცდილება სახელმწიფო/საჯარო ორგანიზაციაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში სართაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული პარტნიორობის, სტრატეგიული დაგეგმვის, საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობების ან საერთაშორისო გაერთიანებებთან კოორდინაციის მიმართულებით. აქედან სულ მცირე ორ წლიანი მუშაობის გამოცდილება საჯარო/სახელმწიფო ორგანიზაციაში.
სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე.
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება სახელმწოფოსთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების, პროექტების მართვის და ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით.
უცხო ენის ცოდნა:
ინგლისური ენა - С1 დონე
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Office (Word, Excel, PowerPoint ) - კარგი
კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.
კომუნიკაციების კომისიაში დასაქმების პირობა:
ინტერესთა კონფლიქტი:
კომუნიკაციების კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება: მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV),
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
- ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელიც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში
კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:
- ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვი
კონკურსის ეტაპებია: საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.