იანვარი 22, 2020 10:25

დასრულებული: კომისიის აპარატის შესყიდვების სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის  შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო:  1665 დან 3330 მდე (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ადმინისტრაციის შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადაა:   2020 წლის 22 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.

აუცილებელი:  პროფესიული სერტიფიკატი - „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ - გაცემული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.

სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე უკანასკნელი 2 წლის, სახელმწიფო/საჯარო ორგანიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

სასურველია: კერძო სექტორში შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელია:

  • კანდიდატს გააჩნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ  სისტემაში ელექტრონული ტენდერების გამოცხადებისა და სატენდერო კომისიის აპარატში მუშაობის გამოცდილება;
  • სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების;

 

უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა B2 დონეზე

 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: 

MS Office (Word,  Excel - ძალიან კარგი)

 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა)  კომისიის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენაში და კორექტირებული გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს თაობაზე სატენდერო და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა და ანგარიშის წარდგენა;

დ) ბაზრის კვლევის ჩატარება როგორც წინასატენდერო, ასევე გამარტივებული შესყიდვის დროს;

ე) ელექტრონული ტენდერების და კონკურსების ორგანიზება და გამოცხადება;

ვ) სატენდერო კომისიის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

ზ) მიმწოდებელთან ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება;

კომპეტენცია და უნარები:

  • დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სახელმწიფო ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კომისიის შიდა ინსტრუქციებითა და პროცედურებით, მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება;

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან;

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს - თავისი რეზიუმე (CV),  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი,  შესაბამისი სერტიფიკატი, მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);   ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. ნიმუში).

 

გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “შესყიდვების სპეციალისტი“

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის

 

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

კანდიდატთა გარკვეული რაოდენობა შესაძლოა დაბარებულ იქნას დამატებით გასაუბრებაზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები