წვდომის მენიუ

ძიება
ნაპოვნია ""   27926 სიახლე
ოქტომბერი
29 2020
10:36

პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის...

კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის თვისებრივ და რაოდენობრივ პირველ შუალედურ  ანგარიშს აქვეყნებს.  ანგარიში 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.  თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, რუსთავი 2-ს, ტელეიმედს, ტელეკომპანია პირველს და მთავარ არხს ჩაუტარდა. მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 ...

ოქტომბერი
25 2020
0:00

პ/გ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

პ/გ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ I.          საქმის აღწერა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2020 წლის 23 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა პ/გ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მათ შპს „ტელეიმედთან“ გააფორმეს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც 21 ოქტომბერს მიაწოდეს ორი ...

ოქტომბერი
27 2020
11:33

შეტყობინება ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციას“

2020 წლის 29 ოქტომბერს 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს საკითხს ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე. შეტყობინება ქვეყნდება საჯაროდ.

ოქტომბერი
26 2020
17:51

შეტყობინება საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“

2020 წლის 29 ოქტომბერს 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს საკითხს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ მიმართ საქართველოს გენერალურ პროკურატურის განცხადების განხილვის თაობაზე. შეტყობინება ქვეყნდება საჯაროდ.

ოქტომბერი
26 2020
14:28

შეტყობინება შპს „პისი მაქსს“

2020 წლის 29 ოქტომბერს 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს შპს „პისი მაქსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს. შეტყობინება ქვეყნდება საჯაროდ.

ოქტომბერი
26 2020
12:24

შეტყობინება შპს „სამეცნიერო-ტექნიკურ ასოციაცია „ინტეროპტიკას“

2020 წლის 29 ოქტომბერს 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს საკითხს „შპს „სამეცნიერო ტექნიკური ასოციაცია „ინტეროპტიკის“ წილის 24%-ის ფიზიკურ პირ ლაშა ქაშიბაძის და წილის 25%-ის ფიზიკურ პირ ნიკოლოზ ქობელაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ. შეტყობინება ქვეყნდება საჯაროდ.

ოქტომბერი
25 2020
15:37

კომუნიკაციების კომისიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული. აღნიშნულ ვიდეო-რგოლში წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონის ვალდებულებების შესაბამისად არ არის წარმოდგენილი და სრულ ინფორმაციას არ შეიცავს. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამაში არ არის მითითებული ...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები