წვდომის მენიუ

ძიება
ნაპოვნია ""   27658 სიახლე
თებერვალი
29 2024
10:55

„გვაქვს ამბიცია საქართველო ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბდეს“ – ComCom-ის წევრი მობილური ტექნოლოგიის კონგრესზე

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიის მსოფლიო კონგრესზე (MWC) სიტყვით წარსდგა. სესიაზე, რომელიც უსაფრთხოების მიმართულებით, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გლობალურ თანამშრომლობას შეეხებოდა, ეკატერინემ ყურადღება საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე გაამახვილა: „საქართველო გეოგრაფიულად ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და ისტორიულად,  სხვადასხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევასა და სირთულესთან უწევდა ...

თებერვალი
22 2024
0:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით №079, 09.02.2024, რადიოკავშირის გამოყენების უზრუნველყოფისთვის სიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნით. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 ...

თებერვალი
27 2024
16:54

შეტყობინება სს „საქართველოს რკინიგზას“

2024 წლის 29 თებერვალს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს საკითხს „სს „საქართველოს რკინიგზის“ 2023 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე“.

თებერვალი
26 2024
16:09

შეტყობინება შპს „ბექას“

2024 წლის 29 თებერვალს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს შპს „ბექას“ (ს/კ 445450592) ავტორიზაციის შეჩერების საკითხს.

თებერვალი
26 2024
16:08

შეტყობინება შპს „M STUDIO“-ს

2024 წლის 29 თებერვალს, 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს შპს „M STUDIO-ს“ (ს/კ 417877239) ავტორიზაციის შეჩერების საკითხს.

თებერვალი
26 2024
12:45

შეტყობინება სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრს“

2024 წლის 22 თებერვალს დანიშნული შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შორის არსებული დავის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2024 წლის 14 მარტს, 15:00 საათზე.

თებერვალი
26 2024
11:21

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის რუსუდან გორგილაძის სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში“ ჩატარდა. შეხვედრას ფსიქოლოგი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ასევე, ჰარვარდის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მეცნიერი და ევროკავშირისა და საქართველოს შორის პარტნიორობის სახელმწიფო ...

თებერვალი
23 2024
13:41

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ ჩატარდა, რომელიც ბიზნესების მიერ, მომხმარებლებში ამა თუ იმ პროდუქტის მეშვეობით ჩვევების გამომუშავების მეთოდებს ეხებოდა. შეხვედრას „Neuron UX”-ის უფროსი UX დიზაინერი, ირაკლი ჭრელაშვილი უძღვებოდა. სემინარზე განხილული იყო ჩვევები, მათი სარგებელი ბიზნესისთვის, ასევე, სტრატეგიები, რომლებსაც ბიზნესები თავიანთ მომხმარებლებში ჩვევების გამომუშავებისთვის ...

თებერვალი
15 2024
0:00

შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად...

შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში „კომისია“) შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურმა მმართველმა, თამთა ტეფნაძემ, 2024 წლის 5 თებერვლის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-24-6/534), დანართის სახით, წარმოადგინა მის მიერ 2023 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და მიმართა კომისიას თხოვნით, სცნოს ...

თებერვალი
22 2024
16:05

ComCom-მა სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიამ „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“ დაამტკიცა, რომელიც  ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. აღნიშნული მეთოდოლოგიით სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა ევროკავშირში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს ტელეკომ ბაზრის განვითარებას და კონკურენტული ...

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები