წვდომის მენიუ

აპრილი 11, 2023 17:11

დასრულებული - საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით

ცნობა  №  23-11

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების  გამოცხადების მიზნით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და VII და IX თავების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 - მე-7 მუხლების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის 6 აპრილის N გ-23-23/164 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების  გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, კომისიის 2023 8 ივნისის Nგ-23-19/259 და 2023 წლის 22 ივნისის Nგ-23-19/294 გადაწყვეტილებების შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2023 წლის 04 ივლისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, განცხადებები ან/და წინადადებები (შემდგომში - კომენტარები) კომისიის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, 2023 წლის 23 ივნისის ჩათვლით.

კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე:  თბილისი,  ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე  post@comcom.ge.

ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიიდან საკონტაქტო პირი - მაია ქადეიშვილი - (+995) 322 38-69-95 - ელექტრონული ფოსტა:

mkadeishvili@comcom.ge

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
  • 316_-_გადაწყვეტილება_გ-23-8-316,_06.07_.2023_.pdf
  • კომენტარების_ცხრილი.pdf
  • სელფი_მობაილის_წერილი_22.06_.23_.PDF
  • განახლებული_პროექტი_.docx
  • განახლებული_დანართი_1_-_ლოტების_ტექნიკური_პირობები.docx
  • გადაწყვეტილება_გ-23-19-259,_08.06_.23_.pdf
  • მაგთიკომის_წერილის_დანართი.pdf
  • მაგთიკომის_წერილი.pdf
  • სილქნეტის_წერილი.PDF
  • სელფ_მობაილის_წერილი.pdf
  • ინექსფონის_წერილი.pdf
  • გადაწყვეტილება_გ-23-23-164,_06.04_.23_.pdf
  • დანართი_4_-_მომსახურებით_დასაფარი_ტერიტორიის_გეოგრაფიული_(SHP)_ფაილები_-_QGIS_project.rar
  • დანართი_3_-_დაფარვის_ვალდებულებებში_მითითებული_დასახლებული_პუნქტები_სია.xlsx
  • პროექტი.docx
  • დანართი_2_-_მომსახურების_ხარისხის_კონტროლის_მეთოდოლოგია.docx
  • დანართი_1_-_ლოტების_ტექნიკური_პირობები.docx
  • გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები