ეროვნულ როუმინგზე და მობილურ ვირტუალურ ქსელის ოპერატორზე წვდომის პირობების რეკომენდაციები
კომუნიკაციები კომისია „ეროვნულ როუმინგზე და მობილურ ვირტუალურ ქსელის ოპერატორზე წვდომის პირობების რეკომენდაციები“-ს შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს. კომუნიკაციების კომისია ითვალისწინებს ეროვნულ როუმინგზე (NR) და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების შესახებ მზარდ მოთხოვნილებას და შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც საკონსულტაციო მომსახურების, ეროვნულ როუმინგზე და მობილურ ვირტუალურ ქსელის ოპერატორების წვდომის პირობების რეკომენდაციების შემუშავების პროექტის ფარგლებში მომზადდა. პროექტი საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიასა და შპს „PricewaterhouseCoopers Advisory“-ს შორის 2019 წლის 1 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ხორციელდება.
დოკუმენტის მიზანია ეროვნულ როუმინგზე და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების სამართლიანი და არა დისკრიმინაციული პირობებისა და ვალდებულებების განსაზღვრა, ასევე, კომუნიკაციების კომისიისთვის რეკომენდაციების მომზადება, რომელიც შემდგომ შესაძლებელია დამატებითი რეგულაციების მიღებას დაედოს საფუძვლად.
ამ ეტაპზე ქვეყნდება დოკუმენტის ინგლისური ვერსია, უახლოეს დღეებში სარეკომენდაციო დოკუმენტის ქართული ვერსიაც გამოქვეყნდება.
კომუნიკაციების კომისიის ელ.მისამართზე - post@gncc.ge საკონსულტაციო დოკუმენტის შესახებ კომენტარების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 დეკემბერი.