წვდომის მენიუ

შპს „სისტემ ნეტ“-ის პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-26-11 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2026 17:07

მიღების თარიღი იანვარი 15, 2026

შპს „სისტემ ნეტ“-ის პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია“)  2026 წლის 9 იანვარს განცხადებით მიმართა შპს „სისტემ ნეტ“-ის(ს/კ 205267423) დირექტორმა ხათუნა ინჯიამ (კომისიაში რეგისტრაციის N შ-26-6/99), კომპანიის პარტნიორის ლილი სუხიტაშვილის სრული წილის (2,091%) შპს “ჯეო-მეტრიას” (405629280)  მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე  მუხლის  შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს,   რომელიც   მონაწილეობს   შერწყმაში   ან  რომლის   წილის,   აქციების   ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია  უფლებამოსილია  შერწყმის  ან  შეძენის  თაობაზე  ავტორიზებული  პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „სისტემ  ნეტ“-ი  2010 წლის  5 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს  და  მას ავტორიზაცია გავლილი აქვს    ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1  ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3    ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5    მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6     საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2      ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

სხვა

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

B.F.3      მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.M.1   მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სისტემ ნეტ“-ის პატნიორები და დირექტორი არიან

 

 

სახელი

 

გვარი

 

წილი(%)

 

 

ავთანდილ

 

იაშვილი

 

29,897

 

 

ფრიდონ

 

ინჯია

 

15,318

 

 

ილია

 

ინჯია

 

24,709

 

 

ხათუნა

 

ინჯია/დირექტორი

 

5,714

 

 

ნაირა

 

კვესელავა

 

7,781

 

 

თეიმურაზ

 

ბერიშვილი

 

4,183

 

 

ლალი

 

რუხაია

 

5,932

 

 

ლილი

 

სუხიტაშვილი

 

2,091

 

 

დავით

 

დურგლიშვილი

 

0,648

 

 

კოტე

 

სამუშია

 

1,699

 

 

გიორგი

 

იაშვილი

 

2,028

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სისტემ ნეტი“, მისი პარტნიორები ავთანდილ იაშვილი, ილია ინჯია, ფრიდონ ინჯია, ხათუნა ინჯია, ნაირა კვესელავა,  ლილი სუხიტაშვილი და კოტე სამუშია ფლობენ წილებს ელექტრონული კომუნიკაციების   სფეროში  ავტორიზებულ   პირებში,   კერძოდ   შპს   „ახალ   ქსელებში“,  შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“-ში, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტ“-ში და   შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“-ში, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არიან .

აფილირების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ქვევით მოცემულ ცხრილში:

 

 

შპს სისტემ ნეტ

- 205267423

სისტემ ნეტ

ევრიკა ტელერადიოომ პანია

ახალი ქსელე

საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობ ის კორპორაცია

ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაცი ის ქსელი- ფოპტნეტი

სისტემ ნეტ

-

-

10.00 %

87.00 %

50.00 %

ავთანდილ იაშვილი

 

29.90 %

 

-

 

33.43 %

 

-

 

14.30 %

ილია ინჯია

24.71 %

100.00 %

-

-

3.00 %

ლილი სუხიტაშვილი

 

2.09 %

 

-

 

4.16 %

 

-

 

3.40 %

ნაირა კვესელავა

 

7.78 %

 

-

 

1.60 %

 

-

 

1.40 %

ფრიდონ  ინჯია

15.32 %

-

46.24 %

-

22.30 %

კოტე სამუშია

1.70 %

-

-

-

5.00 %

თეიმურაზ ბერიშვილი

 

4.18 %

 

-

 

-

 

-

 

-

ხათუნა ინჯია

5.71 %

-

-

-

-

ლალი რუხაია

5.93 %

-

-

-

-

დავით დურგლიშვილი

 

0.65 %

 

-

 

-

 

-

 

-

გიორგი იაშვილი

 

2.03 %

 

-

 

-

 

-

 

-

ჯენერი - (არა ავტირიზებული

)

 

-

 

-

 

-

 

13.00 %

 

-

ვახტანგ ამაშუკელი

 

-

 

-

 

0.64 %

 

-

 

0.60 %

თეიმურაზ ღოღობერიძე

 

-

 

-

 

0.25 %

 

-

 

-

მეკავშირე-97 - (არა ავტირიზებული

)

 

 

-

 

 

-

 

 

3.69 %

 

 

-

 

 

-

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით შპს „ჯეო-მეტრიას“ დამფუძნებლები არიან:

 

სახელი

გვარი

წილი(%)

ლალი

რუხაია

21%

ავთანდილ

იაშვილი

30%

ილია

ინჯია

20%

ხათუნა

ინჯია

20%

გიორგი

იაშვილი

9%

წილის შემსყიდველუ კომპანია, შპს „ჯეო-მეტრია“ არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებილ პირს, ხოლო მისი დამფუსნებლები ლალი რუხაია. ილია ინჯია ხათუნა ინჯია, ავთანდილ იაშვილი, გიორგი იაშვილი აფილირებული არიან კომისიაში ავტორიზებულ   შემდეგ  პირებთან: შპს   „ახალ   ქსელები“,   შპს   „საქართველოს   ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ- ფოპტნეტი“, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ და შპს „სისტემ ნეტ“-თან.

შპს „ახალი ქსელები“ (ს/კ 211326732)  2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის ახორციელებს ფიქსირებული საცალო სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ძირითადად ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში.

შპს „საქართველოს  ცენტრალური კავშირგაბმულობის  კორპორაცია“ (ს/კ 204876081) 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ახორციელებს ფიქსირებული საცალო სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურებას, ასევე მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას ძირითადად ქ. რუსთავში, ასევე გარდაბნის რაიონის ქ. გარდაბანში და ს. აღთაქლაში.

შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტი“ (ს/კ 204892330) 2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ის ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სატელეკომუნიკაციო საბითუმო მომსახურებების მიწოდებას,).

შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ (203844723) 2015 წლის ივლისიდან წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს და დღეის მდგომარეობით შეჩერებული აქვს ავტორიზაცია.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სისტემ ნეტი“ ეწევა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ საქმიანობას. ამასთან ვინაიდან აღნიშნული ტრანზაქცია არ იწვევს ახალ ავტორიზებული პირთან აფილირებას, ქვემოთ მოცემულ საცალო შემოსავლების ცხრილში ასახულია 2025 წლის ნოემბრის ჩათვლით შემოსავლების, აბონენტების რაოდენობა     და ბაზრის წილები შესაბამისი გეოგრაფიულ არეალების ჯამური მონაცემები მიხედვით:

საცალო მომსახურება

 

კომპანია

 

მომსახურება

 

შემოსავალი

წილი*

(%)

 

აბონენტები

 

წილი* (%)

 

შპს სისტემ ნეტ

ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება

 

166 332

 

0.07%

 

17

 

0.003%

სხვა  მომსახურება

 

კომპანია

 

მომსახურება

 

შემოსავალი

წილი*

(%)

 

შპს სისტემ ნეტ

სხვა  საკომუნიკაციო მომსახურება

29 363

0.3%

საბითუმო მონაცემთა გადაცემა

/ინტერნეტით მომსახურება

 

4 901 217

 

17%

ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, ვინაიდან შპს „ჯეო-მეტრიას“ ყველა დამფუძნებელი ზემოთ აღნიშნული კომპანიების პარტნიორები და აფილირებული პირები არიან, კომპანიის პარტნიორის ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ(ებ)თან არ შეიცვლება.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სისტემ ნეტ“-ის ფიზიკური პირი პარტნიორის ლილი სუხიტაშვილი სრული   წილის   შპს „ჯეო-მეტრიას“  მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა შპს „სისტემ ნეტ“-ს, შპს „სისტემ ნეტ“-ის ფიზიკური პირი პარტნიორის ლილი სუხიტაშვილის  2,091%-იანი წილის შპს „ჯეო-მეტრიას“ მიერ შეძენაზე;

2.   განემარტოს შპს „სისტემ ნეტ“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სისტემ ნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან   6     (ექვსი)  თვის  განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სისტემ ნეტ“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4.   დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „სისტემ ნეტ“-ისათვის გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს  „სისტემ ნეტ“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს   ქ.  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სისტემ ნეტ“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები