წვდომის მენიუ

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2026 წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: გ-26-10 / 312

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2026 16:12

მიღების თარიღი ივლისი 09, 2026

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2026  წლის 23 აპრილის №გ-26-10/168  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

კომისიის სხდომის თარიღი: 2026 წლის 9 ივლისი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2026 წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა;

გ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1;

დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში -12 საათი;

ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

 

 

 

გადამცემის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე (მჰც)

საარხო ზოლის სიგანე (კჰც)

 

 

 

მოდულაცია

 

 

პოლარ იზაცია V/H

 

 

 

გასხივება

 

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

 

1

თბილისის სატელევიზიო ანძა

 

89.7

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

1000

 

6

 

41°41'44.69"N

44°47'6.19"E

 

120

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).

შენიშვნა 2: სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

2. კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა” (ს/კ 203851313).

3. კომისიის 2026   წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილების შესაბამისად 2026 წლის 4 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” წარმომადგენელი ია შედანია. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ საეთერო  მაუწყებლობის მომსახურების  ზონა №1-ში  კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მიერ წარმოდგენილ პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე დოკუმენტში დასაზუსტებელი იყო ინფორმაცია ანტენის გაძლიერების კოეფიციენტის თაობაზე (წარმოდგენილ ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, ანტენის გაძლიერების მაჩვენებელი შეადგენდა 3.45 dB-ს, რაც ვერ აკმყოფილებდა საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მნიშვნელობას) ასევე დასაზუსტებელი იყო შესაბამისი პოლარიზაციის ანტენიდან გავრცელების სიგნალის დიაგრამა, როგორც ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ სიბრტყეში, სათანადო ფორმატში.

4. კომისიის 2026 წლის 4 ივნისის სხდომაზე მიღებულ იქნა №გ-26-10/242 გადაწყვეტილება „საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2026  წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ”, რომლის შესაბამისად სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს” დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2026 წლის 11 ივნისის 18:00 საათამდე. სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მიერ 2026 წლის 10 ივნისს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-7/5814) წარმოდგენილ იქნა კომისიის 2026 წლის 4 ივნისის №გ-26-10/242 გადაწყვეტილებით  განსაზღვრული დოკუმენტაცია.

5. ზეპირი მოსმენა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2026 წლის 2 ივლისს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” წარმომადგენელი ია შედანია.

6. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ25  პუნქტის შესაბამისად კულტურულ- შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ26 პუნქტის შესაბამისად კულტურის ორგანიზაცია არის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კულტურის ორგანიზაცია. კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” დებულება. გადამოწმების შედეგად სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი” აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ25 და ჰ26 პუნქტების მოთხოვნებს.

7. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით. კომისია აღნიშნავს, რომ  გადამოწმდა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” ურთიერთდამოკიდებულება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად ურთიერთდამოკიდებულება რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი” არ ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში. შესაბამისად სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

8. ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №26-10-1413, 17.06.2026) საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის (სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის”) მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. ( სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია იხილეთ დანართის სახით). დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა; სამაუწყებლო კონცეფციის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ სსიპ „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ რადიო წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეს, რომლის მიზანია ქართული კულტურის, ხელოვნებისა და ეროვნული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. სსიპ „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“ აკმაყოფილებს კომისიის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს: ლიცენზიის მაძიებელი წარმოდგენს კულტურულ-შემოქმედებით რადიომაუწყებელს, რომლის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საზოგადოების ფართო ფენებისთვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი ინფორმაციისა და ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“-ს სამაუწყებლო კონცეფცია შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონითა და კომისიის 2026 წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებთან.

9. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში. ზეპირი მოსმენის სხდომაზე სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” წარმომადგენელმა ია შედანიამ სალიცენზიო  გადასახდელის  - 10,692.00  (ათი  ათას  ექვსას  ოთხმოცდათორმეტი) ლარის  გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

10. კომისია აღნიშნავს, რომ საკონკურსო სხდომა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2026 წლის 9 ივლისს 13:00 საათზე. სხდომას ესწრებოდა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” წარმომადგენელი ია შედანია. სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) პუნქტის და კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/290   გადაწყვეტილების მოთხოვნებს. ასევე სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაციაც შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან და კომისიის 2026   წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსის პირობებთან. სხდომაზე ასევე აღინიშნა რომ ზეპირი მოსმენის სხდომაზე სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის” წარმომადგენელმა სალიცენზიო გადასახდელის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

II. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის   ჟ)   ქვეპუნქტის,    43-ე   მუხლისა   და   კომისიის 2026       წლის   23   აპრილის   №გ-26-10/168 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2026 წლის 23 აპრილის №გ-26-10/168 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი” (ს/კ 203851313).

2.  უზრუნველყოს სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა” ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 2,138.40 (ორი ათას ას ოცდათვრამეტი ლარი და 40 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22 სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო   გადასახდელის   20%-ის   საქართველოს ცენტრალურ   სახელმწიფო   ბიუჯეტში   გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 7 484.40 (შვიდი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი და 40 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის” გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს  აღნიშნული გადაწყვეტილების სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის” ჩაბარების დღიდან;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სსიპ “ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ივანე მახარაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები