ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად შპს „დი +“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 18, 2025 12:53
მიღების თარიღი ივნისი 12, 2025
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად შპს „დი +“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D
ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განმცხადებელი: შპს „დი+“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 12 ივნისი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „დი+“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/1908, 05.05.2025) და მოითხოვა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დი+“ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიას 2017 წლის 17 აგვისტოს №545/5 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 17 ივნისიდან - 2025 წლის 17 ივნისამდე; ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო
გ) ძირითადი გადამცემი სადგურების განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:
შენიშვნა 1: *„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე, გეოგრაფიული კოორდინატები და ანტენის პარამეტრები, აგრეთვე ქსელის ფორმირების სალიცენზიო ვალდებულების შესასრულებლად კონკურსში გამარჯვებულისთვის დამატებითი ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ, შესაბამისი პირობების დადგომისთანავე;
შენიშვნა 2: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 3: მიმართული გადამცემი ანტენების გასხივების დიაგრამა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მნიშვნელობებს:
ბათუმი: 210 °/2 dB, 220°/2.5 dB, 230°/3 dB, 240°/3 dB, 250°/3 dB, 260°/2.5 dB, 270°/2 dB, 280°/2.7 dB, 290°/3.3 dB, 300°/4.3 dB, 310°/2.9 dB, 320°/1.5 dB.
დმანისი: 140°/1.2 dB, 150°/2.6 dB, 160°/3.2 dB, 170°/4.4 dB, 180°/4.3 dB, 190°/2.9 dB, 200°/1.9 dB, 210°/0.7dB.
დედოფლისწყარო: 20°/0.5 dB, 30°/1.3 dB, 40°/1.3 dB, 50°/2 dB, 60°/3.5 dB, 70°/5.3 dB, 80°/4.7 dB, 90°/2 dB.
კოჯორი: 0°/7dB, 10°/3dB, 20°/2dB, 30°/1dB, 40°/0dB, 50°/1dB, 60°/2dB, 70°/3dB, 80°/8dB, 90°/10dB, 100°/15dB,110°/20dB, 120°/22dB, 130°/25dB, 140°/23dB, 150°/22dB, 160°/20dB, 170°/23dB, 180°/26dB, 190°/28dB, 200°/26dB,210°/25dB, 220°/22dB, 230°/25dB, 240°/26dB, 250°/28dB, 260°/26dB, 270°/23dB, 280°/20dB, 290°/22dB, 300°/23dB,310°/25dB, 320°/22dB, 330°/20dB, 340°/10dB, 350°/8dB“.
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
დ.ა) ლიცენზიის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში კომისიას შესათანხმებლად წარმოუდგინოს წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული ქსელის ფორმირების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის შევსებული გეგმა; იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი დანართი N1-თ გათვალისწინებული გეგმა, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნება, რომ არის არაგონივრული და მაღალი ალბათობით გამოიწვევს კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საკონკურსო პირობებით გათვალისწინებული ვადების დარღვევას, კომისია უფლებამოსილია ამავე გადაწყვეტილებით ცვლილება შეიტანოს წარმოდგენილ გეგმაში, ხოლო ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს იგი;
დ.ბ) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N2-ით განსაზღვრულ ვადებში, კომისიისთვის მის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიშების წარმოდგენა, კომისიის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მონიტორინგის განხორციელებასა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
დ.გ) უზრუნველყოს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად გამოყენება;
დ.დ) უზრუნველყოს კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ძირითადი გადამცემი სადგურების (2016 წლის 1 იანვრამდე - მინიმუმ 21 გადამცემი სადგური) გამოყენებით, ერთიდაიგივე სამაუწყებლო კონტენტის გავრცელების შესაძლებლობის მქონე გადამცემი ქსელისა და სადისტრიბუციო ქსელის, ასევე შესაბამისი სათაო სადგურის (Head-end)/ქსელის მართვის ცენტრის (განთავსების ადგილი ქ.თბილისი) ფორმირება და ექპლუატაციაში გაშვება 2016 წლის 1 იანვრამდე, კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით კომისიასთან შეთანხმებული და ამ გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ვადების დაცვით;
დ.ე) დ.ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით კომისიასთან შეთანხმებული და კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №363/1 გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული საქმიანობის გეგმის მიხედვით უზრუნველყოს ჩრდილოვანი ზონების დაფარვა;
დ.ვ) ჩრდილოვანი ზონების დასაფარად დამატებითი საიტების დაგეგმარებისას მიმართოს კომისიას, რომელიც განახორციელებს შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსისა და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრასა და სალიცენზიო პირობების მოდიფიცირებას;
დ.ზ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების დადგომისა და კომისიის მიერ ეფექტურად გასხივებული სიმძლავრის, გეოგრაფიული კოორდინატებისა და შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების დადგენის შემდგომ, კომისიის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ქსელის ფორმირება;
დ.თ) სადისტრიბუციო ქსელის ასაგებად გამოიყენოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, რადიოსარელეო ან/და თანამგზავრული კავშირი;
დ.ი) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება განახორციელოს DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების H.265/HEVC ტექნოლოგიით (ISO/IEC 23008-2);
დ.კ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი დაგეგმოს და ააგოს DVB-T2 COFDM პარამეტრებზე დაყრდნობით და უზრუნველყოს ქსელში ინფორმაციის გადაცემის წმინდა სიჩქარე არანაკლებ 33.1 მგბ/წმ- სა;
დ.ლ) ელექტრონული გზამკვლევის შესაბამისი ინფორმაციისათვის (PSI/SI) გამოყოს მინიმუმ 0.8 მგბტ/წმ გამტარუნარიანობა; ურთიერთგაცვალოს კომისიის მიერ განსაზღვრულ ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ოპერატორ(ებ)თან ელექტრონული გზამკვლევის ყველა შესაბამისი ინფორმაცია და მაუწყებლების სატელევიზიო პროგრამების შესახებ 7 დღის ინფორმაცია განათავსოს მულტიპლექს პლატფორმაში;
დ.მ) უზრუნველყოს ქსელის ფარგლებში არსებული საიტების ხელმისაწვდომობის ხარისხი (SLA) დანართი N3-ით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად;
დ.ნ) დაიცვას „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ოპერირების წესები, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში http://www.economy.ge/ge/media/news/cifrul-miwiszeda-satelevizio-mauwyeblobaze-gadasvlis-samoqmedo-gegma-da-rekomendaciebiდა კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=50712&info_id=115066);
დ.ო) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის) ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო- კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად;
დ.პ) უზრუნველყოს მაუწყებლების ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში სავალდებულო დაშვებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კანონისმიერი ვალდებულებების შესრულება;
დ.ჟ) ღია ეთერით სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისას, უზრუნველყოს:
დ.ჟ.ა) მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება, სადაც განსაზღვრული იქნება სატელევიზიო სიგნალის მიწოდების კოორდინატები, სატელევიზიო სიგნალისა და ელექტრონული გზამკვლევისათვის (EPG) სამაუწყებლო ბადის მიწოდების ტექნიკური პარამეტრები და სატელევიზიო კონტენტის ეროვნულ დონეზე ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფი დღგ-ს გარეშე (ტარიფი უნდა მოიცავდეს 24 საათიანი უწყვეტი მომსახურების მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის მულტიპლექსირება/გავრცელების) ყველა ხარჯს ერთი კალენდარული თვის პერიოდში დღგ-ს გარეშე, რომელიც არ უნდა ითვალისწინებდეს მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Head-end) სიგნალის მიწოდებისა და პირობითი დაშვების სისტემით მომსახურების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ.ჟ.ბ) მაუწყებლების არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით ქსელში დაშვება და მათი სატელევიზიო სიგნალის ღია ეთერით ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფით გავრცელება;
დ.ჟ.გ) მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით და სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 1. 7 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას);
დ.რ) შექმნას სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია დაფარვის ზონების შესახებ საფოსტო მისამართების მიხედვით და უზრუნველყოს მომხმარებელთა „ონლაინ“ და ცხელი ხაზით მომსახურება;
დ.ს) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის შესაბამისი „სეთ-თოფ-ბოქსების“ იმპორტის და/ან მომხმარებლისათვის მიწოდების შემთხვევაში უზრუნველყოს სერტიფიცირებული მოწყობილობების შემოტანა (მომხმარებლებისათვის მიწოდება), რომელიც შეესაბამება „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის
№206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ დოკუმენტს „სეთ-თოფ-ბოქსების“ სპეციფიკაციების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში http://www.economy.ge/ge/media/news/cifrul-miwiszeda-satelevizio-mauwyeblobaze-gadasvlis-samoqmedo-gegma-da-rekomendaciebi, ასევე კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=50712&info_id=115066);
დ.ტ) პირობითი დაშვების სისტემის დანერგვის შემთხვევაში სხვა შესაბამისი ლიცენზიის მფლობელებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეარჩიოს საქართველოში ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის ფარგლებში გამოსაყენებელი პირობითი დაშვების სისტემა (სისტემები) და პირობითი დაშვების სისტემის ბარათების ერთი სახეობა, რომელიც იქნება ერთიანი/უნივერსალური ყველა მიმღებისათვის; რამოდენიმე პირობითი დაშვების სისტემის ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სიმულკრიპტი; დანერგილ პირობითი დაშვების სისტემას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს „ჩიპთა“ ერთობლიობის დაწყვილება (chipset pairing);
დ.უ)უზრუნველყოს კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნებისა და №MUX-D ლიცენზიისთვის განსაზღვრული სხვა სალიცენზიო პირობების (ვალდებულებების) შესრულება;
დ.ფ) ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადის პერიოდში განახორციელოს ლიცენზიით მინიჭებული რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების) ტექნიკური პარამეტრების კორექტირება, მათ შორის, შესაბამის გეოგრაფიულ არეალში რადიოსიხშირის შეცვლა, ხოლო ლიცენზის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს კორექტირებულ პარამეტრებთან ქსელის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანა;
დ.ქ) მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მიწოდებისას:
დ.ქ.ა) განახორციელოს მხოლოდ ისეთი სამაუწყებლო არხების მაუწყებლობის ტრანზიტი, რომლებიც წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სამაუწყებლო არხებს და ევროპული სტანდარტის/პრაქტიკის შესაბამისად საერთაშორისო ახალი ამბების გამავრცელებელ სამაუწყებლო არხებს [International News Channels], რომელთა დამფუძნებელი/ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
დ.ქ.ბ) კომისიაში წარმოადგინოს სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე 10 დღით ადრე. თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის (Permission Letter) წარმოდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნება:
დ.ქ.ბ.ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
დ.ქ.ბ.ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;
დ.ქ.ბ.გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების), აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში, კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
II. სამოტივაციო ნაწილი
3. კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.
4. შპს „დი+“-ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიას მოქმედების ვადა გასდის 2025 წლის 17 ივნისს. შესაბამისად, კომპანიის მიერ დაცულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.
5. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ლიცენზიის მფლობელი იხდის სათანადო საფასურს, რომლის ოდენობას ადგენს კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე სალიცენზიო მოსაკრებელს.
6. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. შპს „დი+“-ის მიერ 2025 წლის 9 ივნისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი) და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილია კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/2398, 10.06.2025)
7. კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-1246, 11.06.2025) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე. სამსახურებრივი ბარათში აღნიშნულია რომ კომისიის დაკვეთით, 2014 წლის თებერვალში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით კომპანიამ J.Kanervisto Consulting შეიმუშავა საკონსულტაციო დოკუმენტი სიხშირული ლიცენზიის ტარიფთან დაკავშირებით. რეკომენდაციის თანახმად სიხშირული რესურსის კონკურსის საწყისი საფასური უნდა განსაზღვრულიყო 0(ნული) ლარით. რეკომენდაცია დაეყრდნო ევროკავშირში მაუწყებლობისთვის გაცემული ანალოგიური დანიშნულების სიხშირული რესურსის გაცემის პრაქტიკასა და ექსპერტულ შეფასებას. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით განისაზღვრა სიხშირული რესურსის საფასური: „ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეკომენდაციის საფუძველზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისათვის საკონკურსოდ გამოტანილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყის საფასურად განისაზღვროს ნულთან მიახლოებული, მაგრამ არაუმეტეს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა - 1000 ლარი“.
სიხშირული რესურსის საფასურის დათვლისას გათვალისწინებული იქნა ქვეყნისთვის ციფრული მაუწყებლობის არსებობის და მაუწყებლობის მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისთვის უფასოდ ხელმისაწვდომობის საჭიროება და ამ მიზნით შესაბამისი ქსელის ასაგებად საჭირო ინვესტიციების მოცულობა. აღსანიშნავია, რომ კვლევითი კომპანია GORBI-ის მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც სატელევიზიო სიგნალს რადიო სიხშირის გამოყენებით იღებდნენ (Terrestrial) 29%-ს შეადგენდა (ხოლო თბილისისა და 6 დიდი ქალაქის გარდა რეგიონებში - 43%-ს) - რაც აღნიშნული სერვისის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად სიხშირული რესურსის არსებობისა, კომისიაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა ქვეყნის მასშტაბით ციფრული მიწისზედა ქსელის განვითარების მსურველი სხვა პრეტენდენტის მომართვა, რომელიც განავითარებდა ქვეყანაში ალტერნატიულ ქსელს. ამ მოცემულობაში, მიგვაჩნია, რომ კვლავ უცვლელია ის შიდა ეროვნული ფაქტორები, რომელიც საფუძვლად დაედო საერთაშორისო კომპანია J.Kanervisto Consulting-ის დასკვნას და შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ლიცენზიის საფასური უცვლელი უნდა დარჩეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ №MUX D ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
8. კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 12 ივნისს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „დი+“-ს წარმომადგენელი გიორგი ხითარიშვილი. მან დაადასტურა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1000.00 (ათასი) ლარის 2025 წლის 12 ივლისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის მე–14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, შპს„დი+“ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიას 10 წლის ვადით 2025 წლის 17 ივნისიდან 2035 წლის 17 ივნისამდე, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 17 ივნისიდან - 2035 წლის 17 ივნისამდე; ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო
გ) ძირითადი გადამცემი სადგურების განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, შესაბამისი სიხშირული რესურსი და ტექნიკური პარამეტრები:
9
შენიშვნა 1: *„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე, გეოგრაფიული კოორდინატები და ანტენის პარამეტრები, აგრეთვე ქსელის ფორმირების სალიცენზიო ვალდებულების შესასრულებლად კონკურსში გამარჯვებულისთვის დამატებითი ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ, შესაბამისი პირობების დადგომისთანავე;
შენიშვნა 2: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ).
შენიშვნა 3: მიმართული გადამცემი ანტენების გასხივების დიაგრამა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მნიშვნელობებს:
ბათუმი: 210 °/2 dB, 220°/2.5 dB, 230°/3 dB, 240°/3 dB, 250°/3 dB, 260°/2.5 dB, 270°/2 dB, 280°/2.7 dB, 290°/3.3 dB, 300°/4.3 dB, 310°/2.9 dB, 320°/1.5 dB.
დმანისი: 140°/1.2 dB, 150°/2.6 dB, 160°/3.2 dB, 170°/4.4 dB, 180°/4.3 dB, 190°/2.9 dB, 200°/1.9 dB, 210°/0.7dB. დედოფლისწყარო: 20°/0.5 dB, 30°/1.3 dB, 40°/1.3 dB, 50°/2 dB, 60°/3.5 dB, 70°/5.3 dB, 80°/4.7 dB, 90°/2 dB. კოჯორი: 0°/7dB, 10°/3dB, 20°/2dB, 30°/1dB, 40°/0dB, 50°/1dB, 60°/2dB, 70°/3dB, 80°/8dB, 90°/10dB, 100°/15dB,110°/20dB, 120°/22dB, 130°/25dB, 140°/23dB, 150°/22dB, 160°/20dB, 170°/23dB, 180°/26dB, 190°/28dB, 200°/26dB,210°/25dB, 220°/22dB, 230°/25dB, 240°/26dB, 250°/28dB, 260°/26dB, 270°/23dB, 280°/20dB, 290°/22dB, 300°/23dB,310°/25dB, 320°/22dB, 330°/20dB, 340°/10dB, 350°/8dB“.
2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსის ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად გამოყენება;
ბ) ჩრდილოვანი ზონების დასაფარად დამატებითი საიტების დაგეგმარებისას მიმართოს კომისიას, რომელიც განახორციელებს შესაბამისი რადიოსიხშირული რესურსისა და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრასა და სალიცენზიო პირობების მოდიფიცირებას;
გ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების დადგომისა და კომისიის მიერ ეფექტურად გასხივებული სიმძლავრის, გეოგრაფიული კოორდინატებისა და შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების დადგენის შემდგომ, კომისიის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ქსელის ფორმირება;
დ) სადისტრიბუციო ქსელის ასაგებად გამოიყენოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, რადიოსარელეო ან/და თანამგზავრული კავშირი;
ე) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება/ექსპლუატაცია განახორციელოს DVB-T2 (EN 302 755) სტანდარტითა და მონაცემთა შემჭიდროვების H.265/HEVC ტექნოლოგიით (ISO/IEC 23008-2);
ვ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ექსპლუატაცია განახორციელოს DVB-T2 COFDM პარამეტრებზე დაყრდნობით და უზრუნველყოს ქსელში ინფორმაციის გადაცემის წმინდა სიჩქარე არანაკლებ 33.1 მგბ/წმ-სა;
ზ) ელექტრონული გზამკვლევის შესაბამისი ინფორმაციისათვის (PSI/SI) გამოყოს მინიმუმ 0.8 მგბტ/წმ გამტარუნარიანობა; ურთიერთგაცვალოს კომისიის მიერ განსაზღვრულ ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ოპერატორ(ებ)თან ელექტრონული გზამკვლევის ყველა შესაბამისი ინფორმაცია და მაუწყებლების სატელევიზიო პროგრამების შესახებ 7 დღის ინფორმაცია განათავსოს მულტიპლექს პლატფორმაში;
თ) უზრუნველყოს ქსელის ფარგლებში არსებული საიტების ხელმისაწვდომობის ხარისხი (SLA) დანართი N1-ით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად;
ი) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ოპერირების წესები; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
კ) ქსელის ფარგლებში არსებული რესურსი გამოიყენოს, როგორც ღია საეთერო და/ან მომხმარებელთათვის უფასო კრიპტო-კოდირებული (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის) ასევე მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო- კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მისაწოდებლად;
ლ) ღია ეთერით სატელევიზიო სიგნალის გავრცელებისას, უზრუნველყოს:
ლ.ა ) მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება, სადაც განსაზღვრული იქნება სატელევიზიო სიგნალის მიწოდების კოორდინატები, სატელევიზიო სიგნალისა და ელექტრონული გზამკვლევისათვის (EPG) სამაუწყებლო ბადის მიწოდების ტექნიკური პარამეტრები და სატელევიზიო კონტენტის ეროვნულ დონეზე ღია ეთერით 1 მგბ/წმ-ით გავრცელების ყოველთვიური ტარიფი დღგ-ს გარეშე (ტარიფი უნდა მოიცავდეს 24 საათიანი უწყვეტი მომსახურების მიწოდების (სამაუწყებლო კონტენტის მულტიპლექსირება/გავრცელების) ყველა ხარჯს ერთი კალენდარული თვის პერიოდში დღგ-ს გარეშე, რომელიც არ უნდა ითვალისწინებდეს მაუწყებლის სტუდიიდან ქსელში დაშვების წერტილამდე (Head-end) სიგნალის მიწოდებისა და პირობითი დაშვების სისტემით მომსახურების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ.ბ) მაუწყებლების არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით ქსელში დაშვება და მათი სატელევიზიო სიგნალის ღია ეთერით ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფით გავრცელება;
ლ.გ) მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით და სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების - მინიმუმ 1. 7 მგბ/წმ) სიჩქარით (აღნიშნული სიჩქარე განსაზღვრულია, როგორც სტატისტიკური მულტიპლექსირების საშუალო სიჩქარე ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს ვიდეო, აუდიო და სუბტიტრირების შესაბამისი მონაცემების გადაცემას);
მ) იქონიოს სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია დაფარვის ზონების შესახებ საფოსტო მისამართების მიხედვით და უზრუნველყოს მომხმარებელთა „ონლაინ“ და ცხელი ხაზით მომსახურება;
ნ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის შესაბამისი „სეთ-თოფ-ბოქსების“ იმპორტის და/ან მომხმარებლისათვის მიწოდების შემთხვევაში უზრუნველყოს სერტიფიცირებული მოწყობილობების შემოტანა (მომხმარებლებისათვის მიწოდება), რომელიც შეესაბამება „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №206 განკარგულებით მოწონებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ დოკუმენტს „სეთ-თოფ-ბოქსების“ სპეციფიკაციების შესახებ;
ო) პირობითი დაშვების სისტემის დანერგვის შემთხვევაში სხვა შესაბამისი ლიცენზიის მფლობელებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეარჩიოს საქართველოში ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის ფარგლებში გამოსაყენებელი პირობითი დაშვების სისტემა (სისტემები) და პირობითი დაშვების სისტემის ბარათების ერთი სახეობა, რომელიც იქნება ერთიანი/უნივერსალური ყველა მიმღებისათვის; რამოდენიმე პირობითი დაშვების სისტემის ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სიმულკრიპტი; დანერგილ პირობითი დაშვების სისტემას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყოს „ჩიპთა“ ერთობლიობის დაწყვილება (chipset pairing);
პ) უზრუნველყოს კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნებისა და №MUX D ლიცენზიისთვის განსაზღვრული სხვა სალიცენზიო პირობების (ვალდებულებების) შესრულება;
ჟ) მომხმარებელთათვის ფასიანი კრიპტო-კოდირებული სატელევიზიო მომსახურების (მაუწყებლობის ტრანზიტის) მიწოდებისას:
ჟ.ა) განახორციელოს მხოლოდ ისეთი სამაუწყებლო არხების მაუწყებლობის ტრანზიტი, რომლებიც წარმოადგენენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სპეციალიზებულ სამაუწყებლო არხებს და ევროპული სტანდარტის/პრაქტიკის შესაბამისად საერთაშორისო ახალი ამბების გამავრცელებელ სამაუწყებლო არხებს [International News Channels], რომელთა დამფუძნებელი/ბენეფიციარი მესაკუთრე არ არის საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო, ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ჟ.ბ) კომისიაში წარმოადგინოს სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე 10 დღით ადრე. თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის (Permission Letter) წარმოდგენა, რომელშიც აღნიშნული იქნება:
ჟ.ბ.ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ჟ.ბ.ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ;
ჟ.ბ.გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების), აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში, კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
რ) უზრუნველყოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი 10 წლის განმავლობაში დაგეგმილი და აგებული ციფრული ქსელის შენარჩუნება და ექსპლუატაცია ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადის პერიოდში.3. ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადის პერიოდში განახორციელოს ლიცენზიით მინიჭებული რადიოსიხშირეების (სატელევიზიო არხების) ტექნიკური პარამეტრების კორექტირება, მათ შორის, შესაბამის გეოგრაფიულ არეალში რადიოსიხშირის შეცვლა, ხოლო ლიცენზის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს კორექტირებულ პარამეტრებთან ქსელის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისობაში მოყვანა;
4. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX D ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს -1000.00 (ათასი) ლარით.
5. უზრუნველყოს შპს „დი+“-მა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUXD ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 1000.00 (ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2025 წლის 12 ივლისადე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900
-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა
-ბანკის კოდი-TRESGE22
-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300773402
6. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
7. ლიცენზიის მფლობელის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „დი+“-სთვის გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
10. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N1 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
11. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);
15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტ, მე-2, მე-3 მე-5, მე-6 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი