წვდომის მენიუ

„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-21-23 / 463

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2021 11:51

მიღების თარიღი აგვისტო 12, 2021

„საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 20   მაისს №11/292 გადაწყვეტილებით შპს "ახალ ქსელებს" და შპს „ახტელს“ მიეცათ თანხმობა მათ შერწყმაზე. შპს „ახალი   ქსელების“ განცხადების თანახმად,  რომელიც დაედო საფუძვლად აღნიშნულ გადაწყვეტილებას, შპს „ახალი   ქსელებისა“   და   შპს „ახტელის“ შერწყმის შედეგად შპს „ახტელი“ შეწყვეტდა არსებობას, ამ უკანასკნელის ყველა აქტივი და პასივი გადაეცემოდა შპს „ახალ ქსელებს“ და ასევე, ის გახდებოდა ყველა არსებული სამართლებრივი ურთიერთობის სამართალმემკვიდრე.

აღნიშნული გადაწყვეტილების (კომისიის 2021 წლის 20    მაისს №11/292) სამოტივაციო ნაწილში კომისიის მიერ   შერწყმის ტრანზაქციაში მონაწილე კომპანიების შესახებ  მოყვანილი იქნა შემდეგი გარემოებები, კერძოდ, შპს  „ახალ  ქსელები“  და  შპს „ახტელი“ კომისიის 2014   წლის   6 ნოემბრის   N620/9 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო- საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ გადაწყვეტილებით და 2016 წლის 31 მაისის N336/19 „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო - საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ გადაწყვეტილებით,  მასში  შესული  ცვლილების  თანახმად,  საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე განისაზღვრნენ მნიშვნელოვანი საბაზრო   ძალაუფლების   მქონე   პირებად   ქ.   თბილისის   ამავე   გადაწყვეტილებით

განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში და დაეკისრათ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-35-ე მუხლებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები. თუმცა, აღნიშნულ ბაზარზე მხოლოდ შპს „ახტელი“ იქნა ცნობილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად ქ. თბილისის ვარკეთილის ადგილობრივი მომსახურების ზონაში, რასაც არ ფარავს ის გეოგრაფიული ზონები, სადაც ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად განისაზღრა შპს „ახალ ქსელები“. შესაბამისად, კომისიამ №11/292 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ აღნიშნული შერწყმის განხორციელების შემთხვევაში, შპს „ახალ ქსელებისგან“ შერწყმის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიზანშეწონილი იყო  „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილებაში მოხდეს ცვლილების შეტანა და ქ. თბილისის ვარკეთილის ადგილობრივი მომსახურების ზონაში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად შპს „ახტელის“ ნაცვლად განისაზღვროს და შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულება დაეკისროს შპს „ახტელის“ სამართალმემკვიდრეს შპს „ახალ ქსელებს“.

კომისიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების თანახმად შპს „ახალმა ქსელებმა“ 2021 წლის 25 ივნისის N1/18/579/ლ.ა. წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/2738, 25.06.2021) კომისიას აცნობა განხორციელებული ტრანზაქციის (შერწყმის) შესახებ, შესაბამისად, ეს უნდა დაედოს საფუძვლად „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილებაში ქ. თბილისის ვარკეთილის ადგილობრივი მომსახურების ზონაში მნიშვნელოვანი  საბაზრო  ძალაუფლების  მქონე  პირად  შპს  „ახტელის“  ნაცვლად  შპს „ახტელის“ სამართალმემკვიდრის შპს „ახალი ქსელების“ განისაზღვრისა და შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულების დაკისრების შესახებ ცვლილების შეტანის საკითხის განხილვას.

 აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის მიხედვით, რაც იძლევა საფუძველს მასში ცვლილებების შეტანა განხორციელდეს ასევე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და მე-100    მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის VII და IX თავების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

  გადაწყვიტა:

 1. დაიწყოს  საჯარო ადმინისტრაციული     წარმოება კომისიის „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“  2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2021 წლის 16 სექტემბერს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე.სიჭინავა) შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას    (ნ. შოვნაძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ ცნობის,  წინამდებარე გადაწყვეტილებისა და სატელეკომუნიკაციო   ბაზრის  რეგულირების   დეპარტამენტის   მიერ   მომზადებული „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“   კომისიის

2014 წლის 6 ნოემბრის №620/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტის კომისიის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

7. გადაწყვეტილება   ცალკე   გასაჩივრებას   არ   ექვემდებარება;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები