წვდომის მენიუ

,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 23, 2022 15:50

მიღების თარიღი ივნისი 16, 2022

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2022 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
 
მუხლი 1
„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების (სსმ, 05.07.2006, №90, მუხლი 1211) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა“ თანდართული ფორმით.“.

 
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი   ნათია კუკულაძე
კომისიის წევრი   ეკატერინე იმედაძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი   ვახტანგ აბაშიძე

 

დანართი იხილეთ თანდართულ ფაილად

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები