წვდომის მენიუ

შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B168 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: ივნისი 27, 2024 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2024 16:02

ცნობა  №  24-17

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B168 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით  დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“  მე–5  მუხლის  მე–8  პუნქტის  ასევე კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის 23 მაისის Nგ-24-23/220 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B168 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2024 წლის 27 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2024 წლის 27 ივნისამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები