წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №36 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: აგვისტო 06, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 03, 2026 17:51

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №36 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი  

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 06 აგვისტო

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ბონდო გასვიანი - ადმინისტრაცია);
  2. სს „სილქნეტის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
  3. შპს „მაგთიკომის“ მიმართ მობილური მომსახურებებისა და „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის ფარგლებში შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი პირობითი ვალდებულებების მიღებისა და დამტკიცების შესახებ (მომხს. გიორგი გოგლიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).
  4. შპს „პოსტვ“-ს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
  5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბერს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მარიამ რუხაძე - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები