წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №25 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: ივნისი 18, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2026 17:43

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №25 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი  

სხდომის გამართვის თარიღი: 2026 წლის 18 ივნისი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2026 წლის №25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
  2. შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
  3. შპს „ზ-გრუპისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
  4. ინდ. მეწარმე შალვა ნოზაძისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
  5. შპს “აემჯი ტივის” მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
  6. შპს „რადიო გურიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B206 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/475 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
  7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილებაში „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მერაბ ბოჭოიძე - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
  8. „სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს ციალა უჯმაჯურიძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
  9. რადიოსიხშირული სპექტრის ეროვნული გეგმის განახლებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს ალექსანდრე ქარუმიძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);
  10. შპს „ტელეკომპანია პირველის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
  11. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები