წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 04, 2025 15:00

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 31, 2025 14:14

ცნობა  №  25-18

 

საჯარო გაცნობისათვის, საჯარო კონსულტაციების დაწყების, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

 

 

საქართველოს    ზოგადი    ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის VII და IX თავების, კომისიის 2021 წლის 9 დეკემბრის N6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 23 ოქტომბრის Nგ-25-23/527 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2025 წლის 04 დეკემბერს 15:00 საათზე.

საჯარო კონსულტაციების გამართვის  მიზნით,  „მობილური  საკომუნიკაციო  მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ” კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9 / 331 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს პროექტის გამოქვეყნების დღიდან 30 კალენდარული დღე (არანაკლებ 20 სამუშაო დღისა). კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა  განხორციელდეს  წერილობით,  კომისიის  შემდეგ  მისამართზე:  თბილისი,  ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე (post@comcom.ge).

ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიიდან საკონტაქტო პირი - ეკა სიჭინავა -  ელექტრონული ფოსტა:esichinava@comcom.ge

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები