წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B174 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: ივნისი 05, 2025 15:00

გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2025 16:21

ცნობა  №  25-3

საჯარო გაცნობისათვის, კომენტარების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B174 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 01 მაისის Nგ-25-23/195 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო კომპანია ბოლნელის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B174 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2025 წლის 05 ივნისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2025 წლის 05 ივნისამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები