წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: ნოემბერი 21, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2019 17:17

ცნობა  №  19-30

საჯარო გაცნობისათვის  დოკუმენტების  წარდგენისა  და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს   კანონის  38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2019 წლის 03 ოქტომბრის Nგ-19-23/572 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე კომისიის 2019 წლის 7 ნოემბრის N16 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 21 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 21 ნოემბრისა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები