საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრის განხილვის მიზნით
ცნობა № 20-44
საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრის განხილვის მიზნით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ 66-ე მუხლის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის, 561 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N გ-20-23/846 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს ,,ჯი-დი-ეს თი-ვის“ წინააღმდეგ ალექსანდრე მახაშვილის, გიორგი გოცირიძის და შორენა თოფურიას საჩივრის (Nშ-20-9/5262; 08.10.2020) განხილვის მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2020 წლის 26 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2020 წლის 26 ნოემბრისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.