წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ”რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №641/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 12, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2019 17:58

ცნობა  №  19-34

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს ”რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის  №641/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს    კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის Nგ-19-23/637 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის  №641/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 12 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 12 დეკემბრისა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები