წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ „5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის“ დამტკიცების მიზნით

სხდომის თარიღი: დეკემბერი 12, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2019 18:00

ცნობა  №  19-35

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ „5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის“ დამტკიცების მიზნით

„ნორმატიული   აქტების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-20   მუხლის   მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული   კოდექსის 63-ე მუხლის,  ასევე VII და   IX   თავების, ასევე კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის Nგ-19-23/646 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის“ დამტკიცების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 12 დეკემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 12 დეკემბრისა.

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები