წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B178 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: თებერვალი 12, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2026 17:09

ცნობა  №  26-02

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B178 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 08 იანვრის Nგ-26-23/6 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B178 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 12 თებერვალს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები