წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 27, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2026 15:40

ცნობა  №  26-20

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის  382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 23 ივლისის Nგ-26-23/340 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-6/189 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 27 აგვისტოს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4. ყოფილი ქეთევან წამებულის გამზ., ბოჭორმის ქ. 50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები