წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: ივლისი 16, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2026 15:01

ცნობა  №  26-15

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების“  მე–5  მუხლის  მე–8  პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 11 ივნისის Nგ-26-23/268 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B187 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 16 ივლისს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4.); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები