საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B186 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით
ცნობა № 26-14
საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B186 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 11 ივნისის Nგ-26-23/271 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B186 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 16 ივლისს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4.); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
