საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე შპს „ჩვენებური ჰოლდინგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/476 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
ცნობა № 26-21

,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 23 ივლისის Nგ-26-23/345 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩვენებური ჰოლდინგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B205 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2025 წლის 25 სექტემბრის №გ-25-1/476 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით
ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 27 აგვისტოს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4. ყოფილი ქეთევან წამებულის გამზ., ბოჭორმის ქ. 50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.