წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ჩატარების მიზნით

სხდომის თარიღი: ივლისი 31, 2025 13:00

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2025 17:02

ცნობა  №  25-5

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე სათემო რადიომაუწყებლობის  ლიცენზიის  მოსაპოვებლად  კონკურსის  ჩატარების  მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის   მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 22 მაისის Nგ-25-10/227 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში გამოცხადდა კონკურსი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.

ზემოაღნიშნულ საკითხზე მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 2 ივლისის 13:00 საათი; ზეპირი მოსმენა გაიმართება 2025 წლის 31 ივლისს, 13:00 საათზე; კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2025 წლის 7 აგვისტო 13:00 საათი; ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდება 2025  წლის 27 ივნისის 17:00 საათამდე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2025 წლის 31 ივლისამდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები