წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ჩატარების მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 14, 2025 13:00

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2025 17:12

ცნობა  №  25-6

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად  კონკურსის ჩატარების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის   მე-3 პუნქტის, 37-ე, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის   ზონალური   დაყოფის   შესახებ”   კომისიის   2006   წლის   1   დეკემბრის   №10 დადგენილების , ასევე კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 05 ივნისის Nგ-25-10/290 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში გამოცხადდა კონკურსი საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №1-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად.  

ზემოაღნიშნულ საკითხზე მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 16 ივლისის 13:00 საათი; ზეპირი მოსმენა გაიმართება 2025 წლის 14 აგვისტოს, 13:00 საათზე; კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2025 წლის 21 აგვისტო 13:00 საათი; ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდება 2025  წლის 11 ივლისის 17:00 საათამდე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები, 2025 წლის 14 აგვისტომდე. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები