წვდომის მენიუ

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B190 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: აგვისტო 27, 2026 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 28, 2026 12:13

ცნობა  №  26-19

საჯარო გაცნობისათვის და ზეპირი მოსმენის გამართვის თაობაზე ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B190 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“  მე–5  მუხლის  მე–8  პუნქტის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2026 წლის 23 ივლისის Nგ-26-23/338 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმის“ სათემო რადიომაუწყებლობის №B190 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2026 წლის 27 აგვისტოს 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა №4. ყოფილი ქეთევან წამებულის გამზ., ბოჭორმის ქ. 50/18); ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი კომენტარები, მოსაზრებები, შენიშვნები. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები