წვდომის მენიუ

კომუნიკაციების კომისიის დადგენილების პროექტი - „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სხდომის თარიღი: ივლისი 15, 2021 15:00

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2021 12:33

პროექტი

 

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003  წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში (სსმ III, 14.07.03წ., №71, მუხ. 643) შევიდეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„11. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესი.“

 

მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები