წვდომის მენიუ

ცნობა № 21-32 საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ჰამბურგის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: ოქტომბერი 21, 2021 15:00

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2021 15:00

ცნობა  №  21-32

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ჰამბურგის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ასევე კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის Nგ-21-23/508 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰამბურგის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2021 წლის 21 ოქტომბრისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები