წვდომის მენიუ

ოქტომბერი 08, 2025 11:31

ComCom-მა წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის პირველი ანგარიში გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 4 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საანგარიშო პერიოდში სულ 51 მაუწყებლის რაოდენობრივი მონიტორინგი განხორციელდა. მედიამონიტორინგის პროცესში კომუნიკაციების კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენდა: წინასაარჩევნო რეკლამა; წინასაარჩევნო დებატები; ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; წინასაარჩევნო აგიტაცია; საზოგადოებრივი აზრის კვლევები და გამოკითხვები.

აღნიშნული მონიტორინგი მოიცავს სუბიექტისთვის დათმობილ დროს, პირდაპირ და ირიბ გაშუქებას და გენდერს. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში შეფასებულია შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში. ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო. მონიტორინგის შედეგებში ინფორმაცია ასევე ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც, კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.

გარდა ამისა, ანგარიში მოიცავს 7 სამაუწყებლო არხის, კერძოდ: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“; „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“; „რუსთავი 2“-ის; „ტელეიმედის“; „პოსტვ“-ის; „ტელეკომპანია პირველის“ და „ფორმულას“ გაშუქების ტონის მონიტორინგს. გაშუქების ტონი შეფასებულია სამი კატეგორიის შესაბამისად: პოზიტიური, ნეიტრალური, ნეგატიური. აღნიშნულ 7 არხზე მონიტორინგი მიმდინარეობდა საუკეთესო დროს, 19:00-24:00 საათამდე პერიოდში.

2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედია მონიტორინგს, კომისიის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, კონკურსის წესით სპეციალურად შერჩეული, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გადამზადებული პირები ახორციელებდნენ.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები