ComCom-ის მედიასკოლაში ჟურნალისტებისთვის ეკონომიკური საკითხების გაშუქების შესახებ სემინარი ჩატარდა
    კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის სემინარი „ეკონომიკა ჟურნალისტებისთვის: მაკროინდიკატორები და ეკონომიკური პოლიტიკა“ ჩატარდა. შეხვედრას ეკონომიკის დოქტორი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, ვახტანგ ჭარაია უძღვებოდა.
შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ უნდა გააშუქონ ეკონომიკური საკითხები მარტივად და გასაგებად. გარდა ამისა, სემინარზე განხილული იყო თუ რა განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკის ძირითად მაჩვენებლებს, როგორ განიმარტება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და როგორ გამოიყენება ეკონომიკური ტერმინები. შეხვედრების ბოლოს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სემინარებსა და ლექციებს უკვე მეექვსე წელია სრულიად უფასოდ ატარებს.
                